დეპუტატმა ვასილ ხახულაშვილმა მარნეულის სამი სასაფლაოს დაასუფთავების გადაწყვეტილება მიიღო
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ვასილ ხახულაშვილი აცხადებს, რომ მის სამაჟორიტარო ოლქში შემავალ ტერიტორიაზე მდებარე სასაფლაოებს დაასუფთავებს. როგორც მან “რადიო” მარნეულთან საუბარში აღნიშნა, დასუფთავების სამუშაოები უკვე დაიწყეს და ვარაუდობს, რომ ერთ კვირაში დაასრულებენ. დასუფთავების შესახებ ინფორმაცია დეპუტატმა საკუთარ ფეისბუქზე ვიდეოჩართვის გააჟღერა და აღნიშნა, რომ სასაფლაოებს ჯანდარაში, წმინდა გიორგის ტაძრის მიმდებარედ და ჯავახიშვილის ქუჩის მიმდებარედ ასუფთავებენ.

“მოგეხსენებათ, გვიახლოვდება დღესასწაული ნოვრუზ ბაირამი, აღნიშნული დღესასწაულის შემდეგ ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას ვიზეიმებთ და სწორედ ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება ჩემს სამაჟორიტარო ოლქში მდებარე ყველა სასაფლაოს დასუფთავების. მოგეხსენებათ, ჩვენი მოქალაქეები ვერ ახერხებენ მათი ახლობლების სასაფლაოს მონახულებას და დასუფთავებას და მე მინდა შევპირდე, რომ წელს თითოეული მათი ოჯახის წევრებისა და ახლობლების სასაფლაოს მე და ჩემი მეგობრები დავასუფთავებთ. ჩემს სამაჟორიტარო ოლქში სამი სასაფლაო მდებარეობას. ძალიან ცუდი მდგომარეობა დაგვხვდა ჯავახიშვილის მიმდებარე ქუჩაზე მდებარე სასაფლაოზე. მოგვიწია სამშენებლო ნარჩენებისგან სასაფლაოს დასუფთავება. მე მინდა მოვუწოდო აღნიშნული სასაფლაოს მიმდებარედ მცხოვრებ მოქალაქეებს ნებით ან უნებლიედ ნუ შეუშვებენ სასაფლაოს ტერიტორიაზე შინაურ ცხოველებს. არ აქვს მნიშვნელობა ვისი წინაპარი სად განისვენებს თითოეული ჩვენგანის მორალური ვალია მოვუაროთ მათ სასაფლაოებს და პატივი მივაგოთ მათ სულებს. „ - თქვა დეპუტატმა ვიდეოჩართვაში.

{{VIDEO}}

ვასილ ხახულაშვილის განმარტებით, მისი თხოვნა გაითვალისწინა მარნეულის მერიამ და ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე სასაფლაოზე ღობის აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს. მისვე განმარტებით, წლების განმავლობაში ღობის თითქმის 80% არ არსებობდა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები