ექსტერნის გამოცდაზე მარნეულის სკოლებში 218 აპლიკანტია რეგისტრირებული
მარნეულის სკოლებში ექსტერნატის გამოცდები დაიწყო. მუნიციპალიტეტის მასშტაბით გამოცდის მსურველი 218 აპლიკანტია.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია რადიო „მერნეულს“ ადგილობრივ საგანმანათლებლო რესურსცენტრში უთხრეს და აღნიშნეს, რომ გამოცდა I-XII კლასების პროგრამის ექსტერნის ფორმის დაძლევის მსურველთათვის წელს 18-29 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, გამოცდაზე გასვლის უფლება აქვს პირს იმ შემთხვევაში, თუ მისი ასაკი შეესაბამება ან აღემატება ექსტერნის წესით დასაძლევი კლასის მოსწავლეთა ასაკობრივ ჯგუფს და დაძლეული აქვს წინმსწრები კლასის საგანმანათლებლო პროგრამა.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები