„გეგმა არის უკიდურესად კონკრეტული“ - როდის დაიწყება ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებული სამუშაოები
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებული სამუშაოები ივნისში დაიწყება.

როგორც პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა, პირველ ფაზას დაახლოებით 2 წელი დასჭირდება.

„გეგმა არის უკიდურესად კონკრეტული. მაისში დასრულდება პროცედურები, რაც ტენდერთან არის დაკავშირებული. ივნისში უკვე დაიწყება სამუშაოები. დაახლოებით 2 წელი დასჭირდება პირველ ფაზას. რაც შეეხება პირველ გემს და ასე შემდეგ, ჩვენთვის მთავარია, რომ პირველი ფაზა 2 წელიწადში წარმატებით დასრულდეს. ამაზე არის მთლიანად კონცენტრირებული ჩვენი მუშაობა“, - განაცხადა კობახიძემ.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები