შაუმიანში შიდა გზების მოასფალტება 115 877 ლარად იგეგმება
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანში შიდა გზების დაგებისათვის დამოუკიდებელი ტენდერი გამოცხადდა. ადგილობრივი თვითმმართველობას მანამდე ორი სოფლის ინფრასტრუქტურული ტენდერი ერთად ჰონდა გამოცხადებული და ორ მცდელობაზე ჩაიშალა. სატდენდერო კომისიის ოქმში ვკითხულობთ, რომ ამ ფონის გათვალისწინებით, კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია ტენდერების ინდივიდუალურად გამოცხადება.

სოფელ შაუმინში ორი შიდა გზის (5 და 6) მოასფალტება 115`877 ლარად იგეგმება.

შაუმიანში შიდა გზების მოასფალტების სამუშაოების საპროექტო‐სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია შპს „პროჯეკტ კომპანიამ”, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიასთან 2021 წლის 21 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე შეადგინა. 

დავალების თანახმად შპს ,,პროჯეკტ კომპანი”‐ს სპეციალისტების მიერ ადგილზე განხორციელდა საპროექტო ობიექტის საველე‐საკვლევაძიებო და საინჟინრო‐გეოლოგიური კვლევის სამუშაოები, განხორციელდა ტერიტორიის ტოპო გადაღება.

შაუმიანის გზების დაგების ტენდერში მონაწილეობის მიღება მსურველ პრეტენდენტებს 3-8 აპრილის პერიოდში შეეძლებათ. გამარჯვებული ვალდებული იქნება მერიას სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარულ დღეში ჩააბაროს.

გამოყოფილი თანხის 100%-ს ადგილობრივი ბიუჯტი აფინანსებს.

გარეკანის ფოტო: მარნეულის მერია (არქივი)
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები