ევროპული საბჭო საქართველოს პრიორიტეტულ რეფორმებში წინსვლისკენ მოუწოდებს
ევროპული საბჭო საქართველოს პრიორიტეტულ რეფორმებში წინსვლისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ევროპული საბჭოს სამიტის დასკვნაშია აღნიშნული.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ევროკავშირი ასევე გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას მისი მდგრადობის გასაძლიერებლად.

„ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას მისი მდგრადობის გაძლიერებასა და იმ გამოწვევების გადაჭრაში, რომლის წინაშეც რუსეთის ქმედებების შედეგად დგას, რაც ძირს უთხრის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე იმ გამოწვევებთან გასამკლავებლად, რაც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის შედეგად დგას“, – ნათქვამია ევროპული საბჭოს დასკვნაში.

ამასთან, ევროპული საბჭო მიესალმება უკრაინისა და მოლდოვის პროგრესს ევროკავშირის გაწევრიანების გზაზე აუცილებელი რეფორმების გატარების წინსვლის გამო.

„უკრაინისა და მოლდოვის რესპუბლიკისთვის მოლაპარაკებების ჩარჩოს პროექტის წარდგენის შემდეგ, ევროპული საბჭო იწვევს საბჭოს, სწრაფად მიიღოს ისინი და შეუფერხებლად გააგრძელოს მუშაობა.

ევროპული საბჭო აღნიშნავს საქართველოს მუდმივ ძალისხმევას და მოუწოდებს ქვეყანას წინ წაიწიოს პრიორიტეტული რეფორმების კუთხით“,
– აღნიშნულია ევროპული საბჭოს დასკვნაში.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები