თბილისის ერთ-ერთ სკოლაში მოსწავლემ წიწაკის სპრეი გაუშვა
თბილისის ერთ-ერთ სკოლაში მოსწავლემ წიწაკის სპრეი გაუშვა, რის შემდეგაც დირექციამ სასწრაფო დახმარება გამოიძახა.
როგორც განათლების სამინისტროში „პუბლიკას” განუცხადეს, მოსწავლეების ნაწილს პირველადი დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს, ხოლო ნაწილი პრევენციის მიზნით საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

უწყების ცნობით, სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში გრძელდება.

წყარო: პუბლიკა



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები