მიხეილ სააკაშვილი - ძალიან ვშიშობ, რომ თუ ასე გაგრძელდა, პატარა პარტიები 5%-იან ბარიერს ვერ გადალახავენ, ამიტომ „ნაციონალურ მოძრაობას - გამარჯვების პლატფორმას“ მოუწევს ერთპიროვნულად გამარჯვება
მე ძალიან ვშიშობ, რომ თუ ასე გაგრძელდა, პატარა პარტიები 5%-იან ბარიერს ვერ გადალახავენ, ამიტომ „ნაციონალურ მოძრაობას – გამარჯვების პლატფორმას“ მოუწევს ერთპიროვნულად გამარჯვება - გამარჯვებაში მე ეჭვი საერთოდ არ მეპარება, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე ვიდეომიმართვისას განაცხადა.

მან ის დაპირებები გააჟღერა, რასაც „გამარჯვების კოალიცია“ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში მოსახლეობას ჰპირდება.

„მე ძალიან ვშიშობ, რომ თუ ასე გაგრძელდა, პატარა პარტიები ვერ გადალახავენ 5%-იან ბარიერს. პრობლემატურია, მათ შორის, მთლიანად ოპოზიციისთვის და ქვეყნისთვის. ეს საფრთხე არის ძალიან რეალური, ამიტომ „ნაციონალურ მოძრაობას“ – „გამარჯვების პლატფორმას“ მოუწევს ერთპიროვნულად გამარჯვება. გამარჯვებაში მე საერთოდ ეჭვი არ მეპარება.

რა მოხდება ამ გამარჯვების მერე? პირველი კანონი, რასაც ჩვენ მივიღებთ, ეს იქნება კანონი საპენსიო სესხების განულების შესახებ. მეორე კანონი იქნება, რომ გავამარტივოთ ქართველების უკან დაბრუნება. მესამე იქნება ბიზნესსტიმულირების ფონდის შექმნა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ შევქმნით პირობებს, რომ მცირე ბიზნესები შეიქმნას, ქართველები აღარ წავიდნენ აქედან და ვინც წასულია დაბრუნდნენ.

გლეხები თავისი მიწის ნაცვლად მუშაობენ სხვის მიწაზე და შემედგი კანონი იქნება ის, რომ ყველა სახელმწიფო მიწა გადავა კერძო საკუთრებაში, გლეხებს ექნება შეღავათიანი პირობები მათი გამოსყიდვის, ასევე, ნულ პროცენტზე დავა აგრარული სესხების პროცენტი. შემდეგი კანონი კი იქნება ამნისტია...,“ - განაცხადა სააკაშვილმა.

როგორც ყოფილმა პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველო ხალხთა გადასახლების პუნქტი გახდა.

„როგორ შეიძლება საქართველოსნაირ ქვეყანაში უმუშევრობა იყოს, ჩვენი გეოგრაფიის, ჩვენი რესურსების ქვეყანაში?! ეს საერთოდ იმდენად არაბუნებრივი პროცესია, რომ მე ამაში ლოგიკას ვერ ვპოულობ, თუ არა ხელოვნურად გამოწვეული ტექნოლოგიური მოვლენა. საქართველო გახდა ხალხთა გადასახლების პუნქტი,“ - განაცხადა სააკაშვილმა.

ამასთან, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს გამარჯვება მიულოცა.

„მინდა დავიწყო მოლოცვით. ჩემი პატიმრობის ძალიან რთული სიტუაციიდან გამომდინარე, გუშინდელი ღამე იყო ერთ-ერთი ყველზე ბედნიერი წუთები ჩემს ცხოვრებაში, ბოლო წლების განმავლობაში. საქართველომ აჩვენა უმაღლესი კლასი. ჩვენმა გულშემატკივარმაც აჩვენა ერთიანობა, სიამაყის სულისკვეთება“, - განაცხადა სააკაშვილმა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები