ირაკლი კობახიძემ იფტარის ვახშამი გამართა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე "მუსლიმი თემის პატივსაცემად" იფთარის ვახშამი გამართა.
მთავრობის მეთაურმა მუსლიმ თემს რამადანის ერთთვიანი მარხვის დასრულება მიულოცა და ბედნიერება, კეთილდღეობა, წარმატებები უსურვა. - ამის შესახებ მთავრობის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნეს ინფორმაცია.



„მუსლიმ თემს, ჩვენს განუყოფელ ნაწილს, ძალიან დიდი წვლილი შეაქვს ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობაში და ჩვენს ძმობას ძალიან დიდი ისტორია უმაგრებს ზურგს.
საქართველო უნიკალური ქვეყანაა, სადაც ქართველი და აზერბაიჯანელი, შიიტი და სუნიტი მუსლიმები ერთსა და იმავე მეჩეთში ლოცულობენ. ჩვენთვის ძალიან ძვირფასია მშვიდობიანი თანაცხოვრების, ძმობის ეს ტრადიცია და ამას საქმითაც ვამტკიცებთ. სახელმწიფომ მუსლიმ თემს დღემდე გადასცა 237 მეჩეთი, გადასაცემად გამზადებულია კიდევ 20. სახელმწიფომ მუსლიმ თემს დაფინანსება გაუზარდა 4 150 000 ლარამდე და ეკონომიკური ზრდის კვალდაკვალ ეს მხარდაჭერა კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. საქართველოს რელიგიური მრავალფეროვნება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სიმდიდრეა. დღესაც, თანამედროვე ქართული სახელმწიფოს შენებისას, საზოგადოების ყველა ჯგუფს, ყველა რელიგიურ თემს, თითოეულ ინდივიდს უნდა ჰქონდეს განცდა, რომ ამ პროცესის სრულფასოვანი მონაწილეა და ამისთვის ჩვენ, სახელმწიფო, მომავალშიც ყველაფერს გავაკეთებთ,
“ - განაცხადა პრემიერმა.



პოსტიდან ვიგებთ რომ, იფთარზე შეკრებილ მუსლიმ თემს სიტყვით მიმართეს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძემ, საქართველოს მუსლიმთა შეიხმა ფაიგ ნაბიევმა, დასავლეთ საქართველოს მუფთმა ადამ შანთაძემ და აღმოსავლეთ საქართველოს მუფთმა ეტიბარ ემინოვმა.



საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელით მუსლიმი თემის პატივსაცემად გამართულ იფთარს ესწრებოდნენ ასევე:  სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში თეა ახვლედიანი, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.














ფოტომასალები აღებულია საქართველოს მთავრობის ფეისბუქზე გამოქვეყნებულ პოსტიდან
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები