საქართველო ყაზახური ხახვის იმპორტის მოლოდინშია
საქართველო ყაზახური ხახვის იმპორტის მოლოდინშია. EastFruit-ის ცნობით, მიმდინარე წელს ქვეყანა საქართველოსა და აზერბაიჯანში ექსპორტზე 160 ათას ტონა ხახვს გაიტანს.
როგორც ყაზახეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, აიდარბეკ საპაროვამ განაცხადა, ამ ეტაპზე ლოგისტიკური საკითხების მოგვარების პროცესი მიმდინარეობს.

მისი თქმით, წინა წლებში ქვეყანამ 180 ათასი ტონა ხახვი გაიტანა ექსპორტზე, წელს კი ეს რიცხვი 117 ათას ტონამდე შემცირდა.

„მთელს მსოფლიოში ხახვის ფასი შემცირდა. დაეცა ექსპორტიც, თუმცა ჩვენ ამას არ ვუყურებთ. მუშაობა გრძელდება“, - განაცხადა მინისტრმა.

Mənbə: BPN

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები