1 კგ მარილის იმპორტი საშუალოდ 8 ცენტი ჯდება - საიდან შემოდის პროდუქტი
წელს, 2 თვეში საქართველოში 19 493 ტონა, 1,625 მლნ აშშ დოლარის მარილი შემოვიდა, რაც გასული წლების ანალოგიურ პერიოდებთან შედარებით, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
შედარებისთვის, საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-თებერვალში 19 319 ტონა (1,732 მლნ აშშ დოლარის) პროდუქტი შემოვიდა, 2022 წლის 2 თვეში 18 720 ტონა (1,299 მლნ აშშ დოლარი), 2021 წელს 9 330 ტონა (763.8 ათასი აშშ დოლარი), 2020 წელს - 13 052 ტონა (1,148 მლნ აშშ დოლარი) და ა.შ.

ამავე მონაცემების მიხედვით, წელს საქართველოს 1 კგ მარილი საშუალოდ, დაახლოებით, 8 ცენტი დაუჯდა. მთავარი იმპორტიორი კი თურქეთი იყო, საიდანაც 1 კგ მარილის შესასყიდი ფასი 7 ცენტი იყო.

უფრო დეტალურად, გთავაზობთ მარილის წლევანდელ ფასებს, მთავარი 5 იმპორტიორი ქვეყნის მიხედვით:

  • თურქეთი - 13 892 ტონა (1,026 მლნ აშშ დოლარი) , 1 კგ - საშუალოდ, 7 ცენტი
  • ირანი - 4 242 ტონა (293.8 ათასი აშშ დოლარი), 1 კგ - დაახლოებით, 7 ცენტი
  • აზერბაიჯანი - 1 077 ტონა (172.8 ათასი აშშ დოლარი), 1 კგ - 16 ცენტი
  • ყაზახეთი - 132 ტონა (34 ათასი აშშ დოლარი) – 25 ცენტი
  • რუსეთი - 70.8 ტონა (18.9 ათასი აშშ დოლარი) – 26 ცენტი

 

წყარო: BPN

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები