დღეს, დილის 11 საათიდან მოქალაქეები პარლამენტის უკან შეიკრიბებიან
დღეს, 28 მაისს, რუსულ კანონზე ვეტოს განხილვის პარალელურად, პარლამენტთან მოქალაქეები დილიდან იკრიბებიან.

11:00 საათიდან პარლამენტის უკან მოქალაქეებს შეკრებისკენ მოუწოდებს ახალგაზრდული მოძრაბა „დაფიონი“.

„ამ ეტაპზე არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე დღეს საქართველოს დაცვა რუსული კანონისგან და რეჟიმისგან, ამიტომ დღეს ყველა ჩვენგანი უნდა ვიყოთ პარლამენტის უკან. გადავდოთ ყველა საქმე საქართველოს დასაცავად“, – წერს „დაფიონი“.

მოქალაქეებს დილის 12:00 საათიდან
პარლამენტის უკან მისვლისკენ მოუწოდებს „გირჩი – მეტი თავისუფლებაც“.

„დილიდან საღამომდე – პარლამენტთან“, – წერს „გირჩი – მეტი თავისუფლება“.

დღეს საღამოს, 17:00 საათზე კი სამოქალაქო ორგანიზაციების ორგანიზებით რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია პარლამენტის წინ გაგრძელდება.

„დღეს, 28 მაისს, საქართველოს პარლამენტი რუსულ კანონზე საქართველოს პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას შეეცდება. ყველა ის დეპუტატი, რომელიც საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს მხარს უჭერს, ვეტოს დაძლევის წინააღმდეგ საკუთარ პოზიციასა და ქართველი ხალხის ინტერესს პარლამენტში დაიცავს.

ჩვენ ვიკრიბებით პარლამენტთან, რათა ჩვენი ხმა გარედან გავაგონოთ მათ, ვინც საქართველოს მომავლის დანგრევას ცდილობს. ხმამაღლა ვუთხრათ, რომ ქართველი ხალხი რუსული კანონით არ იცხოვრებს!“,
– აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები