საერთაშორისო აღშფოთების მიუხედავად, ისრაელის ძალები განაგრძობენ შეტევას რაფაჰზე
28 მაისს ისრაელი ღაზის სამხრეთის ქალაქ რაფაჰს ჰაერიდან და ტანკებით ბომბავს და განაგრძობს შეტევას, მიუხედავად საერთაშორისო აღშფოთებისა, რომელიც მოჰყვა იმ საჰაერო დარტყმას, რომელმაც დევნილთა ბანაკში ხანძარი გამოიწვია და სულ მცირე 45 ადამიანი იმსხვერპლა.

ღამის განმავლობაში განხორციელებულ დარტყმებს ემსხვერპლა სულ მცირე 16 პალესტინელი - აცხადებენ ღაზის წარმომადგენლები. ღაზის სექტორი იმართება აშშ-სა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეული
ჰამასის მიერ.

ისრაელის ტანკები რაფაჰის დასავლეთში მდებარე უბნებისკენ მიიწევენ, ადგილობრივები ინტენსიურ დაბომბვაზე იუწყებიან.

ბანაკს, რომელშიც ისრაელის დარტყმამ ხანძარი გამოიწვია, თავს აფარებდა ღაზის სხვა არეალებიდან გაქცეული ათასობით ოჯახი. ამ დარტყმაზე პასუხად, გლობალური ლიდერები გამოდიან მოწოდებით, შესრულდეს საერთაშორისო სასამართლოს ბრძანება და ისრაელმა შეაჩეროს სამხედრო შეტევა.

წყარო: radiotavisupleba.ge

„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები