"ირანში ვის მკვდარს ტიროდით?" - პარლამენტში ოპოზიციის დეპუტატმა "ოცნებას" მიმართა
ეკა ხერხეულიძე „ოცნების" დეპუტატებს მიმართავს:

„თუ ვინმეს არ უწერია ნათელი მომავალი ისტორიის ფურცლებზე, ამ დარბაზში მსხდომი ის ადამიანები ხართ, ვისაც გამოცხადებული ქვეყნის ღალატის ქრონიკა გაქვთ დაანონსებული".

„ახლა თქვენ რომ გჭირთ, ჩემს მტერს - ისეთი უბედურება და ისეთი ღრუბელი ადგას თქვენს რეპუტაციას".

„თქვენ წახვედით ირანში და ჰეზბოლასა და ჰამასს ერთად დადექით სამეგობრო წრეში. ვის მკვდარს
ტიროდით ირანში გამაგებინეთ, როდესაც სრულიად გაკოტრებულები ბრძანდებით პოლიტიკურ ასპარეზზე. საქართველოს ყველა მეგობარი წაართვით, ყველა პერსპექტივა მოუკალით და დატოვეთ რუსეთის პირისპირ".

„დღეს თქვენი განაჩენით საკუთარ თავს დაუწერეთ პოლიტიკური ნეკროლოგი. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა მისცემთ ხმას, მე არ მაქვს ილუზია, რომ ვინმე თქვენგანი გათავისუფლებული მონა და სპარტაკი აღმოჩნდება. მაგრამ იცოდეთ, რომ 28 მაისი თქვენი დაისი იქნება პოლიტიკური",
- განაცხადა მან.

დღეს პარლამენტი რუსული კანონზე პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს.

წყარო: პუბლიკა

„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები