მარნეულში სტიქიით დაზარალებული ერთი ოჯახის გადაყვანა სასტუმროში გახდა საჭირო
მარნეულში მომხდარი სტიქიის გამო ერთი ოჯახის გადაყვანა სასტუმროში გახდა საჭირო. ამის შესახებ ინფორმაცია დღეს, 28 მაისს, მარნეულის საკრებულოს სხდომაზე გახდა ცნობილი. როგორც სიტყვით გამოსვლისას მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა მამუკა შუბითიძემ განაცხადა, უხვი ნალექის გამო მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა ქალაქ მარნეულის რამდენიმე ქუჩას და სოფელს.

შუბითიძემ თქვა, რომ, ამ დრომდე მიმდინარეობს ზარალის შესწავლა მუნიციპალიტეტში შექმნილი 6 სამუშაო ჯგუფის მიერ.
მამუკა შუბითიძემ რადიო “მარნეულს” განუცხადა, რომ სტიქიის შედეგად მიღებული ზარალის გამო, ერთი ოჯახის ხუთ წევრი სასტუმროში გადაჰყავთ.

“საკმაო ზარალი მიადგა სადახლოს მოსახლეობას, შულავრის ადმინისტრაციულ ერთეულში დაზიანებულია სასოფლო სამეურნეო სავარგულები. სამუშაო ჯგუფების მიერ დეტალურად ხდება აღწერა თუ რა ზარალი მიიღო თითოეულმა მოქალაქემ. შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. უნდა აღვნიშნოთ რომ, მარნეული ბერიკაშვილის ქუჩაზე არის ოჯახი, რომლებსაც, ფაქტობრივად ყველაფერი გაუნადგურდათ, სახლში დარჩენის საშუალებაც არ არის და მუნიციპალიტეტის მხრიდან გადაყვანილია სასტუმროში” - ამბობს მამუკა შუბითიძე

25 მაისს, ღამის საათებში უხვი ნალექის გამო ადიდდა მდინარე ალგეთი, ხრამი და დებედა. დაიტბორა ქალაქ მარნეულის ქუჩების ნაწილი. ასევე, მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი. ამ დრომდე გრძელდება გაწმენდითი სამუშაოები სტიქიის ზონებში.

28 მაისის საკრებულოს სხდომის ლაივი:


გარეკანის ფოტო: მარნეულის მერია


„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები