კობახიძის თქმით, მოსამართლეების სანქცირებამ მხოლოდ აშშ დააზარალა
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უარყოფს ინფორმაციას, თითქოსდა ხელისუფლების წევრებმა ელექტრონული ფოსტით მიიღეს შეტყობინებები აშშ-ის ვიზის გაუქმების შესახებ.

„ეს არის ჩვეულებრივი ტყუილი — ეს ერთი და მეორე, როცა თემა არის არასერიოზული, ასეთ თემას ჩვენ დიდად ვერ ჩავუღრმავდებით“, — განუცხადა კობახიძემ ჟურნალისტებს.

პრემიერის შეფასებით, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან სანქციებზე საუბარი არის „აბსოლუტურად არასერიოზულია“.

„თუ ვინმე საუბრობს სანქციებზე, ეს
არის კონტრპროდუქტიული პირველ რიგში იმ სუბიექტებისთვის, რომლებიც ამაზე საუბრობენ. აბსოლუტურად არასერიოზული თემაა სანქციები. თავის დროზე მოსამართლეებზე დაწესდა [სავიზო შეზღუდვები] და ნული ეფექტი ჰქონდა, კონტრპროდუქტიული იყო. [რეპუტაციულად ] დამაზიანებელი იყო მხოლოდ ამერიკისთვის, ჩვენთვის – არა. როცა ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე მოსამართლეებს დაუწესეს შეზღუდვები, ამან დააზიანა მხოლოდ და მხოლოდ ამერიკის იმიჯი საქართველოში“,
— განაცხადა კობახიძემ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა 3 ივნისის ბრიფინგზე კიდევ ერთხელ თქვა, რომ აშშ-ს ჯერ არ გამოუცხადებია სანქციები კონკრეტული პირების წინააღმდეგ და თუმცა არ იყოყმანებს მათ სანქცირებაზე.


„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები