მარნეულის მერია 20 იანვრის ქუჩაზე სკვერის მოწყობას 107 716 ლარად გეგმავს
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა ქალაქ მარნეულში 20 იანვრის ქუჩაზე სკვერის მოწყობას გეგმავს. 20 იანვრის ქუჩა მარნეულში სავაჭრო ცენტრ გორგიასა და მეოთხე საჯარო სკოლის უკან მდებარეობს.

„საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ქ.მარნეულის კერძოდ 20 იანვრის ქუჩაზე და წარმოადგენს საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ არსებულ სივრცეს და ხასიათდება მეტნაკლებად რთული რელიეფით. გამომდინარე რელიეფიდან და სხვა შეზღუდვებიდან ძირითად ნაწილს წარმოადგენს საფეხმავლო ბილიკები და მოსასვენებელი
სივრცეები აღჭურვილი შესაბამისი ფურნიტურით. ქანობის გამო საბავშვო სივრცე მოწყობილია ტერიტორიის უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილში (კორპუსის მხარეს) ამასთან სივრცის უსაფრთხოდ მოწყობისთვის პროექტის მიხედვით მოწყობილია საყრდენი კედელი და ღობე. პროექტის მიხედვით სკვერი ადაპტირებული იქნება შშმ პირებზე“
. - აღნიშნულია სკვერის მოწყობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში

მარნეულის მერია ქალაქ მარნეულში 20 იანვრის ქუჩაზე სკვერის მოწყობას 107 716 ლარად გეგმავს. სკვერის მოწყობისათვის თანხა სრულიად მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოიყო.

ადგილობრივმა თვითმმართველობამ ტენდერი 28 მაისს გამოაცხადა. მასში მონაწილეობის მიღების მსურველ კომპანიებს სატენდერო წინადადებების წარდგენა 13-დან 18 ივნისამდე პერიოდში შეეძლებათ. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 დღის განმავლობაში უნდა შეასრულოს.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები