ენმ-ის დარბეულ ოფისში საელჩოების წარმომადგენლები მივიდნენ
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაარბიეს, ამერიკისა და ევროკავშირის ქვეყნების საელჩოების, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

როგორც პარტიის გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი ამბობს, საელჩოების წარმომადგენლებმა ნახეს, თუ როგორი იქნება წინასაარჩევნო პერიოდი საქართველოში:

„საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დღეს იმყოფებიან ჩვენს ოფისში, რათა საკუთარი თვალით ნახონ „ქართული ოცნების“ რეალური პოლიტიკური სახე, ის ვანდალიზმი, ფიზიკური ძალადობა, რაც სამიოდე დღის წინ ჩაიდინეს ჩვენი ოფისის, ჩვენი თანამშრომლების მიმართ ღამით, პრაქტიკულად გამთენიისას, დაახლოებით 80-90 ადამიანი, რომლებმაც სასტიკად დაარბიეს ოფისი, დააზიანეს ინფრასტრუქტურა, ინვენტარი.

მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა კოლეგებმა, პარტნიორებმა თავის თვალით იხილონ და იცოდნენ, როგორი იქნება შემდეგი 4-5 თვე, ანუ წინასაარჩევნო პერიოდი, და რამდენად უქმნის დისკომფორტს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ქართულ ოცნებას“ და აქედან გამომდინარე, ჩვენ ვართ მათი მთავარი სამიზნე. ჩვენში ხედავენ ალტერნატიულ ძალას, მათ მიზნად აქვთ დასახული და ბიძინა ივანიშვილის განცხადებითაც ეს დადასტურდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა გაქრეს, უნდა განადგურდეს, რასაც ისინი ვერასდროს მიიღებენ, ვერასდროს მიაღწევენ.

ამ დასახულ მიზანს და ამოცანას შესრულება არ უწერია, რადგან ჩვენ ვემზადებით გამარჯვებისთვის, არ გვეშინია მათი ამ ტიპის ვანდალიზმის, მათი შეტევების, მათი ძალადობის, რადგან მუდმივად მზად ვიქნებით. ოქტომბრის ბოლოს ამ ხელისუფლებას დავამარცხებთ, მათ მოუწევთ ოპოზიციაში გადასვლა, ან სახლში წასვლა“,
– განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შე
რაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები