Google Translate-ს აფხაზური ენა დაემატა. ინფორმაციას ამის შესახებ
abkhazworld.com ავრცელებს.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, მათი მიზანია, დაარღვიონ ენობრივი
ბარიერები და თარგმანი სულ უფრო მეტი ადამიანისთვის ხელმისაწვდომი
გახადოს.
ცნობილია, რომ აფხაზურთან ერთად Google Translate-ს ჩეჩნური და ოსური
ენებიც დაემატა. ჯამში სულ 110 ახალი ენა, რომელთა შორის ყველაზე
მეტად აფრიკულ ენებს წარმოადგენს. Google-ში აცხადებენ, რომ ახალი
ენები წარმოადგენს 614 მლნ-ზე
მეტ ადამიანს ანუ მსოფლიო მოსახლეობის
დაახლოებით 8%-ს.
ამ დროისთვის აფხაზური translate.google.com-ზე არის ხელმისაწვდომი,
ხოლო უახლოეს მომავალში ის Google Translate აპზეც გამოჩნდება.
აღსანიშნავია, რომ სერვისის ისტორიაში ეს ყველაზე დიდ
გაფართოებაა.