ეკონომიკა
2020 წლის 1 იანვრიდან მოვაჭრეები სალარო აპარატების გარეშე საქმიანობას ვეღარ შეძლებენ
საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებები, ბაზრობის ტერიტორიაზე ვაჭრობის განმახორციელებელ ფიზიკურ პირს შეზღუდვებს უწესებს.

კოდექსის 26-ე მუხლის მიხედვით, ისინი 2020 წლის 1 იანვრიდან ვალდებული იქნებიან, საქონლის მიწოდებისას საკონტროლო-სალარო აპარატი გამოიყენონ.

კანონპროექტი, თავდაპირველად, ბაზრობის ტერიტორიაზე ვაჭრობის განმახორციელებელი ფიზიკური პირისთვის სალარო აპარატების შეძენის ვალდებულებას ვაჭრობის ორგანიზატორს აკისრებდა, თუმცა ბიზნესთან კონსულტაციების შემდეგ ფინანსთა სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ვაჭრობის ორგანიზატორი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძენს მოვაჭრე ფიზიკურ პირს სალარო აპარატს, თუ მას ამის საშუალება არ ექნება.

ამის შესახებ bm.ge-ის სავაჭრო ცენტრ „ლილო მოლის“ მმართველმა მენეჯერმა ლევან გაგუამ განუცხადა.

მისი თქმით, „ლილო მოლში“ სავაჭრო სივრცის ფიზიკურ პირებზე გაქირავება არც ხდება, თუ მათ სამეწარმეო სტატუსი არ აქვთ, თუმცა იქ, სადაც ადამიანები დახლებზე განლაგებული საქონლით ვაჭრობენ და არ აქვთ სალარო აპარატები, 2020 წლიდან ვაჭრობის განხორციელებას ვეღარ შეძლებენ.

„ეს განსაკუთრებით წინასაახალწლო და სასკოლო პერიოდს შეეხება, როცა ისინი ე.წ დახლებზე ვეღარ ივაჭრებენ“, - აცხადებს გაგუა.

წყარო: bm.ge
| Print |
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
2019
წლის 17 აპრილს, ფინკა ბანკსა და და ფერმერთა სერვის ცენტრების ქსელ
“აგროსფეროს” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
გაფორმდა.
17:08 / 18.04.2019
2019 წლის 17 აპრილს, ფინკა ბანკსა და და ფერმერთა სერვის ცენტრების ქსელ “აგროსფეროს” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გადაზიდვები
2019 წლის პირველ კვარტალში, წინა წლის ამავე პერიოდთან
შედარებით,
16:02 / 11.04.2019
ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გადაზიდვები 2019 წლის პირველ კვარტალში, წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით,
კონკურენციის სააგენტომ მეოთხე თვეა ვერ
დაადგინა, რის გამო გაძვირდა საქართველოში პური გასული წლის
დეკემბერში.
17:31 / 10.04.2019
კონკურენციის სააგენტომ მეოთხე თვეა ვერ დაადგინა, რის გამო გაძვირდა საქართველოში პური გასული წლის დეკემბერში.
საქართველოში კიდევ ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია გაუქმდა. ამის
შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 18 მარტის განკარგულებაშია
აღნიშნული.
12:52 / 22.03.2019
საქართველოში კიდევ ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია გაუქმდა. ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 18 მარტის განკარგულებაშია აღნიშნული.
„თუ
თქვენი შემოსავლის 10%-ზე მეტს აზარტულ თამაშებზე ხარჯავთ, ბანკი
სესხს არ მოგცემთ“ - ამის შესახებ „საზოგადოება და ბანკების“
დამფუძნებელმა გიორგი კეპულაძემ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“
განაცხადა.
15:13 / 21.03.2019
„თუ თქვენი შემოსავლის 10%-ზე მეტს აზარტულ თამაშებზე ხარჯავთ, ბანკი სესხს არ მოგცემთ“ - ამის შესახებ „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელმა გიორგი კეპულაძემ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.
საქართველოში კომბოსტოს იმპორტი გაორმაგებულია,
ადგილზე წარმოება კი შემცირებული, რაც ამ პროდუქტის გაძვირების
ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახდა. თებერვალში კომბოსტო 116%-ით გაძვირდა
და ის იმ პროდუქტების ხუთეულში შევიდა, რომლებზეც ფასმა წელს ყველაზე
მეტად მოიმატა.
15:08 / 21.03.2019
საქართველოში კომბოსტოს იმპორტი გაორმაგებულია, ადგილზე წარმოება კი შემცირებული, რაც ამ პროდუქტის გაძვირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახდა. თებერვალში კომბოსტო 116%-ით გაძვირდა და ის იმ პროდუქტების ხუთეულში შევიდა, რომლებზეც ფასმა წელს ყველაზე მეტად მოიმატა.
საქართველოში ბოლო ერთ კვირაში, თითქმის ყველა
ბრენდირებულ ქსელში ბენზინი სამი თეთრით გაიაფდა.
10:47 / 11.03.2019
საქართველოში ბოლო ერთ კვირაში, თითქმის ყველა ბრენდირებულ ქსელში ბენზინი სამი თეთრით გაიაფდა.
„მაგთიკომის“ აბონენტებისთვის დღეიდან ნომრის
მომსახურების საფასური ამოქმედდა.
14:09 / 18.02.2019
„მაგთიკომის“ აბონენტებისთვის დღეიდან ნომრის მომსახურების საფასური ამოქმედდა.