სიახლე
I კვარტალში ბათუმიდან ნავთობის გადაზიდვები 29%-ით შემცირდა — Reuters
ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გადაზიდვები 2019 წლის პირველ კვარტალში, წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 29%-ით შემცირდა, — იუწყება გამოცემა „როიტერსი“ (Reuters) კომპანია „ყაზმუნაიგაზში“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით.

2019 წლის პირველი კვარტალში, ანუ სამ თვეში — იანვარში, თებერვალსა და მარტში, — გადაზიდვები 212 949 ტონამდე შემცირდა; წინა წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელთან, 300 527 ტონასთან, შედარებით, ეს რაოდენობა 87 578 ტონით ნაკლებია, — 29%-ით ნაკლები.

პირველ კვარტალში ნედლი ნავთობი, ნაფთა [ნავთობპროდუქტი], ავიასაწვავი ან ვაკუუმის გაზოილი [ნავთობის გამოხდის თხევადი პროდუქტი] ბათუმიდან საერთოდ არ გადაუზიდავთ, – წერს გამოცემა „როიტერსი“ „ყაზმუნაიგაზში“ მაღალ თანამდებობაზე მომუშავე წყაროზე დაყრდნობით. „ყაზმუნაიგაზი“ ყაზახეთის ეროვნული ნავთობისა და ბუნებრივი აირის კომპანიაა, რომელიც ბათუმის პორტში ოპერირებს.

გამოცემის თანახმადვე, ბათუმიდან ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გადაზიდვები ბოლო წლებში მცირდება, ნაწილობრივ იმის გამო, რომ აზერბაიჯანი ამჯობინებს, ბათუმის გავლის ნაცვლად, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით ან ყულევის ტერმინალის გავლით გადაზიდოს ნავთობი.

თუკი 2017 წელს ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გადაზიდვებმა ბათუმიდან 2,1 მილიონი ტონა შეადგინა, 2018 წელს ეს მაჩვენებელი 1,03 მილიონი ტონა იყო.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
მარიუპოლში შადრევნები, რა თქმა
უნდა კარგია, თუმცა არც ოდესაში ჩამოუვარდება, – ამის
შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდსესის ოლქის ყოფილმა
გუბერნატორმა,
მარიუპოლში შადრევნები, რა თქმა უნდა კარგია, თუმცა არც ოდესაში ჩამოუვარდება, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდსესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა,
თბილისში მოსული უხვი ნალექის გამო, გადაუდებელი
დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ - 112-ში
თბილისში მოსული უხვი ნალექის გამო, გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ - 112-ში
რუსთავში, 12 წლის მოზარდის მკვლელობის
საქმესთან დაკავშირებით,
რუსთავში, 12 წლის მოზარდის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით,
საქართველოს სკოლებში დასაქმებული 64 329
პედაგოგიდან 16 406 საპენსიო ასაკისაა.
საქართველოს სკოლებში დასაქმებული 64 329 პედაგოგიდან 16 406 საპენსიო ასაკისაა.
22
ივნისს,  ქ.მარნეულში, პროფესორ გია ნემსაძის „კლინიკური
ონკოლოგიის ინსტიტუტი“-ს ონკოქირურგები ჩაატარებენ უფასო
კონსულტაციებს.
22 ივნისს,  ქ.მარნეულში, პროფესორ გია ნემსაძის „კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტი“-ს ონკოქირურგები ჩაატარებენ უფასო კონსულტაციებს.
მარნეულის მუნიციპალიტეტში 15 წარჩინებული მოსწავლე
ოქროსა და ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდა.
მარნეულის მუნიციპალიტეტში 15 წარჩინებული მოსწავლე ოქროსა და ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდა.

მარნეულის მუნიციპალიტეტში 15 წარჩინებული მოსწავლე ოქროსა და
ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდა.

მარნეულის მუნიციპალიტეტში 15 წარჩინებული მოსწავლე ოქროსა და ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდა.
გუშინ ძლიერმა წვიმამ და ქარმა წალენჯიხის
მუნიციპალიტეტი დააზარალა.
გუშინ ძლიერმა წვიმამ და ქარმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტი დააზარალა.