საქართველოში სურსათზე ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა, წლიურმა ინფლაციამ კი 7.2 პროცენტი შეადგინა
საქართველოში ბოლო ერთ წელში ზეთი 35.8%-ით, შაქარი 13%-ით, პური კი – 7.7%-ით გაძვირდა, ხოლო წლიურმა ინფლაციის დონემ 7.2 პროცენტი შეადგინა, რაც ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

ასევე, 2021 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონე 4.2 პროცენტია. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, წინა წლის მარტთან შედარებით ის 6.9%-ია, ხოლო თამბაქოს გარეშე – 6.6%.

წლიური ინფლაციის დონე საქართველოში ასე გამოიყურება:


სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფიდან, ფასები ყველაზე მეტად გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებში:

● ზეთი და ცხიმი (35.8 პროცენტი);
● ყავა, ჩაი და კაკაო (13.7 პროცენტი);
● შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (13.0 პროცენტი);
● თევზეული (12.2 პროცენტი);
● რძე, ყველი და კვერცხი (8.5 პროცენტი);
● პური და პურპროდუქტები (7.7 პროცენტი);
● მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (5.0 პროცენტი);
● ხორცი და ხორცის პროდუქტები (4.0 პროცენტი).

Mənbə: jam-news.net
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები