ნავთობის ფასი მცირდება
აშშ-სა და რამდენიმე სხვა ქვეყნის სტრატეგიული მარაგებიდან ნავთობის გამოყენების შესაძლებლობის გამო, მსოფლიო ბაზარზე ნედლეულის ფასი დაეცა.

Brent-ის იანვრის ფიუჩერსების ფასი 0,49%-ით შემცირდა და ბარელზე 79,31 აშშ დოლარს შეადგენს.

ამავდროულად, WTI-ის იანვრის ფიუჩერსების ღირებულება 0,04%%-ით არის დაკლებული და ბარელზე 76,19 აშშ დოლარად ბარდება.

შეგახსენებთ, იაპონიის ხელისუფლებამ ფასების სტაბილიზაციის მიზნით ნავთობის სტრატეგიული მარაგების გამოყენების განხილვა დაიწყო. კიდევ ერთი ქვეყანა შეუერთდა ჯოზეფ ბაიდენის კოალიციას, რომელიც ნავთობის მსოფლიო ფასების დაწევას სახელმწიფო მარაგების გაყიდვით ცდილობს.

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ნავთობზე მოთხოვნის შემცირების გამო, OPEC+-მა გასული წლის მაისიდან მოყოლებული, მოპოვება დღეში 9,7 მილიონი ბარელით შეამცირა.

ვითარების სტაბილიზაციასთან ერთად, ნავთობის მოპოვება მეტ-ნაკლებად აღდგა. 2021 წლის აგვისტოდან ალიანსმა ნავთობის წარმოება ყოველთვიურად 400 ათასი ბარელით გაზარდა.

მას შემდეგ ორგანიზაციის წევრი ქვეყნები ყოველთვიურად იკრიბებიან და მომავალი თვისთვის წარმოების გეგმას განიხილავენ.

OPEC +-ის მინისტრებმა, მიმდინარე წლის 4 ნოემბერს გამართულ შეხვედრაზე, ერთხმად გადაწყვიტეს გეგმას მიჰყვნენ და ნავთობის მოპოვება დაგეგმილზე მეტად არ გაზარდონ.

წყარო: report.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები