საქართველოში 50 ბრენდული სუპერმარკეტია - ბაზრის 55% ოთხ ბრენდულ
ქსელს უჭირავს.
ამის შესახებ „გალთ ენდ თაგარტის“ სწრაფადბრუნვადი სამომხმარებლო
პროდუქციით ვაჭრობის (FMCG) სექტორის კვლევაშია აღნიშნული.
მათივე ცნობით, მთლიანად სექტორი 2018-23 წლებში საშუალოდ 14.2%-ით
გაიზარდა და გააგრძელებს 10%-იან ზრდას 2024-2028 წლებში.
„ბრენდული ქსელები საშუალოდ 28.1%-ით, ხოლო სხვა ფორმატები 8.8%-ით
გაიზარდა 2018-2023 წლებში. ბრენდული ქსელების წილი 21.7%-დან
38.6%-მდე გაიზარდა 2018-23 წლებში.
ბრენდული ქსელების ბაზარი 18.4%-იან ზრდას გააგრძელებს 2023-28 წლებში
გეოგრაფიული ექსპანსიისა და სტრატეგიული განვითარების ხარჯზე, რაც
საბაზრო წილის 55.6%-მდე ზრდას გამოიწვევს.
ბრენდული ქსელების ბაზარზე სულ 50 კომპანიაა, თუმცა დიდი ოთხეულის
საბაზრო წილი 55%-ს აღწევს. ეს კომპანიებია: „ნიკორა“, „2 ნაბიჯი“,
„კარფური“ და „სპარი“.
ტოპ-4 კომპანიის წილი ბრენდული ქსელების ბაზარზე 55%-მდეა, ხოლო
ჯამურად FMCG ბაზარზე დაახლოებით 21%,“- ნათქვამია კვლევაში.