საქართველო შოკოლადს ყველზე იაფად რუსეთში, ყველაზე ძვირად კი გერმანიაში ყიდულობს - Top-10 ქვეყანა
საქართველოში შოკოლადის იმპორტიც და ფასიც გაიზარდა. კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, 2022 წელს ქვეყანამ 77,827 მლნ დოლარის ღირებულების 21 307 ტონა შოკოლადი და კაკაოს შემცველი კვების სხვა მზა პროდუქტები შეიძინა (ტონა დაახლოებით 3 652 დოლარი), 2023 წელს კი 22 204 ტონაში 88,800 მლნ დოლარი (ტონა დაახლოებით 3 999 დოლარი) გადაიხადა.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს შოკოლადი ყველაზე დიდი რაოდენობით რუსეთიდან შემოვიდა. ჩრდილოეთში 2023 წელს 29,284 მლნ დოლარის ღირებულის 9 315 ტონა შოკოლადი ვიყიდეთ (ტონა საშუალოდ 3 143 დოლარი). ათეულში შედიან სომხეთი, უკრაინა, გერმანია, პოლონეთი და ა.შ.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ Top-10 ქვეყანას, სადაც საქართველომ 2023 წელს შოკოლადი და კაკაოს შემცველი კვების სხვა მზა პროდუქტები შეიძინა:
  • რუსეთი - 29,284 მლნ დოლარის 9 315 ტონა (ტონა საშუალოდ 3 143 დოლარი)
  • უკრაინა - 11,917 მლნ დოლარის 3 176 ტონა (ტონა საშუალოდ 3 752 დოლარი)
  • თურქეთი - 9,649 მლნ დოლარის 2 256 ტონა (ტონა საშუალოდ 4 277 დოლარი)
  • პოლონეთი - 7,627 მლნ დოლარის 1 675 ტონა (ტონა საშუალოდ 4 553 დოლარი)
  • ბელგია - 4,987 მლნ დოლარის 1 040 ტონა (ტონა საშუალოდ 4 795 დოლარი)
  • ნიდერლანდები - 4,279 მლნ დოლარის 741 ტონა (ტონა საშუალოდ 5 774 დოლარი)
  • ხორვატია - 3,609 მლნ დოლარის 702 ტონა (ტონა საშუალოდ 5 141 დოლარი)
  • იტალია - 3,347 მლნ დოლარის 730 ტონა (ტონა საშუალოდ 4 584 დოლარი)
  • გერმანია - 3,139 მლნ დოლარის 446 ტონა (ტონა საშუალოდ 7 038 დოლარი)
  • სომხეთი - 2,568 მლნ დოლარის 432 ტონა (ტონა საშუალოდ 5 994 დოლარი)
ათეულში არაა გაერთიანებული სამეფო, საიდანაც საქართველოს ერთი ტონა შოკოლადის იმპორტი 13,2 ათასი დოლარი უჯდება. კერძოდ, შარშან, ბრიტანეთიდან 330 ათასი დოლარის ღირებულების 25 ტონა შოკოლადი და კაკაოს შემცველი კვების სხვა მზა პროდუქტები შემოვიდა.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები