თბილისში წელს დასამთავრებელ კორპუსებში ბინების 82% უკვე გაყიდულია
თბილისში წელს დასამთავრებელ კორპუსებში ბინების 82% უკვე გაყიდულია. ამის შესახებ „გალთ ენდ თაგარტის“ კვლევაშია აღნიშული.

როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, „გალთ ენდ თაგარტმა“ 2024 წლის იანვარში ჩაატარა 13 სისტემური დეველოპერის გამოკითხვა, რომელიც მოიცავდა 68 მიმდინარე სამშენებლო პროექტს.

გამოკითხვის შედეგად კი გაირკვა, რომ დეველოპერების გაყიდვების მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა 2022 წელს, რაც დასტაბილურდა 2023 წლის პირველ 9 თვეში. აღსანიშნავია, რომ ამ სტაბილიზაციის შემდეგ, 2023 წლის მე-4 კვარტალში დეველოპერების გაყიდვები კვლავ დაჩქარდა და წინა სამი კვარტლის გაყიდვების საშუალო მაჩვენებელს 21.9%-ით გადააჭარბა.

ამასთან, დეველოპერების გამოკითხვის შედეგების თანახმად, 2023 წელს დასრულებულ პროექტებს შორის თითქმის ყველა ბინა უკვე გაყიდულია. ამასთანავე, პროექტებში რომელთა დასრულების თარიღი 2026-2028 წლებია, ბინების თითქმის ნახევარია უკვე გაყიდული.

კერძოდ, 2024 წელს დასამთავრებელ კორპუსებში ბინების 82%-ია უკვე გაყიდული, 2025 წელს დასამთავრებელში - 64%, ხოლო 2026-2028 წლებში დასამთავრებელ კორპუსებში - 45%.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები