გასულ წელს საქართველოს ეკონომიკა 7%-ით გაიზარდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, გასულ წელს საქართველოს ეკონომიკა 7%-ით გაიზარდა.

კერძოდ, "საქსტატის" წინასწარი შეფასებით, 2023 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 8.3 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2023 წლის საშუალო რეალური ზრდა 7 პროცენტით განისაზღვრა.

2023 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა, დამამუშავებელი მრეწველობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია. კლების ტენდენცია კი დაფიქსირდა ენერგეტიკის და უძრავი ქონების სექტორებში.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები