მარნეულის კოლეჯ "მოდუსში" პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო
მარნეულში მოქმედმა სახელმწიფო კოლეჯმა "მოდუსმა" როფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო. რეგისტრაციის გავლა 22 მაისიდან შეგილიათ. სარეგისტრაციო პროცესი ონლაინ რეჟიმში ტარდება. ვისაც რეგისტრაცია გაუჭირდება, შეუძლიათ კოლეჯს მიმართონ. (მისამართი: ქალაქი მარნეული, იაღლუჯის ქუჩა)

რეგისტრაციის გასასვლელად თან უნდა იქონიოთ პირადობის მოწმობა/დაბადების მოწმობა.

საჭიროა ასევე ელ ფოსტა.

ონლაინ რეგისტრაციის გავლა მითითებულ ბმულზე შეგიძლიათ: vet.emis.ge

ონლაინ რეგისტრაციის სახელმძღვანელო: //bit.ly/3y46wxm

აღსანიშნავია, რომ კოლეჯ მოდუსში რეგისტრაცია 10 სექტემბერს დასრულდება.

წარმოგიდგენთ პროგრამებს:
  • • მეხილეობა - (ინტეგრირებული პროგრამა) განათლების ხანგრძლივოვა 3 წელი, პროგრამაში ჩასარიცხად პირველადი პირობა: მე-9 კლასის დამთავრება;
  • • ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერა - განათლების ხანგრძლივობა 12 თვე, პროგრამაში ჩასარიცხად პირველადი პირობა: მე-9 კლასის დამთავრება;
  • • ელექტრო ინჟინრობა - განათლების ხანგრძლივობა 12 თვე, პროგრამაში ჩასარიცხად პირველადი პირობა: მე-9 კლასის დამთავრება;
  • • ბუღალტრული აღრიცხვა - განათლების ხანგრძლივობა 21 თვე, პროგრამაში ჩასარიცხად პირველადი პირობა: მე-12 კლასის დამთავრება;
  • • ძიძა (საბავშვო ბაღის მასწავლებელი) – განათლების ხანგრძლივობა 24 თვე, პროგრამაში ჩასარიცხად პირველადი პირობა: მე-12 კლასის დამთავრება;
  • • მებოსტნეობა - განათლების ხანგრძლივობა 12 თვე, პროგრამაში ჩასარიცხად პირველადი პირობა: მე-9 კლასის დამთავრება;
  • • კერვა (მკერავი) - განათლების ხანგრძლივობა 12 თვე, პროგრამაში ჩასარიცხად პირველადი პირობა: მე-9 კლასის დამთავრება;
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები