მარნეულის N8 საჯარო სკოლაში „ბოლო ზარი“ გაიმართა
20 მაისს მარნეულის N8 სკოლის კურსდამთავრებულებისთვის ბოლო ზარის ღონისძიება გაიმართა. ფართმასშტაბიანი ღონისძიება „კიდევაც დაიზრდებიან“ ტერიტორიაზე გაიმართა.

კურსდამთავრებულებმა რადიო „მარნეულთან“ საუბრისას სკოლის დამთავრებასთან დაკავშირებულ გრძნობებზე ისაუბრეს. მათი თქმით, სკოლის დამთავრება მათ ცხოვრებაში ახალი გზის დაწყებას ნიშნავს.

„დღეს მეც ვარ მე-12 კლასელი. ეს გრძნობა რომ იგრძნო ამისთვის კურსდამთავრებული უნდა იყო. ყველას ვუსურვებ ცოხვრებაში წარმატებას. სამომავლოდ გეგმა მაქვს უნივერსიტეტში ჩავაბარო. სკოლასთან დაშორება სამწუხაროა. ამ დროს ადამიანი ნერვიულობს, ძველი დღეები გახსენდება“.

„მე დღეს ბედნიერიც ვარ და თან ვწუხვარ კიდეც რომ სკოლას ვამთავრებთ. 12 წელია ამ სკოლაში ვსწავლობთ. ძალიან კარგი დღეები გვქონდა გატარებული. ყველაზე დიდი ოცნება მაქვს უმაღლესში ჩაბავარო. ყველას დიდ წარმატებას ვუსურვებ“ - აცხადებს აისელ ჰასანოვა

N8 სკოლის კურსდამთავრებულებების მსგავსად მასწავლებლებიც თავიანთ გრძნობებს გვიზიარებენ.

„დღეს მერვე სკოლაში 3 კლასი ამთავრებს სკოლას. ერთ-ერთი კლასის მასწავლებელი მე ვარ. ვწუხვარ რომ სკოლას ტოვებენ, ვშორდები ჩემს ბავშვებს, ასევე მიხარია რომ ახალი ცხოვრებისაკენ დგამენ ნაბიჯს“ - აცხადებს ხაიალა მუსტაფაევა.

ბოლო ზარის ღონისძიებას ესწრებოდა პარლამენტარი ზაურ დარგალიც. მისი თქმით, განათლების განვითარება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია. დარგალმა კურსდამთავრებულებს უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარება უსურვა.

„მე ყველა კურსდამთავრებულს ვულოცავ ბოლო ზარს. დღეს ჩვენი ახალგაზრდობის, განათლების განვითარება ჩვენი ხელისუფლებისთვის დიდ მნიშვნელობას ატარებს. ახალგაზრდებს ვულოცავ ახალი ეტაპის დაწყებას. ვიმედოვნებ, რომ მათი დიდ ნაწილი უამღლესში გააგრძელებს სწავლას და მომავალში წარმატებას მიაღწევენ. დღეს ჩვენ მერვე სკოლაში ბოლო ზარს დავესწარით. მე ძალიან მიხარია რომ ჩვენ ნჭიერი, განათლებული, ახალგაზრდები გვყავს“ - ამბობს ზაურ დარგალი.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მასშტაბით სულ 74 საჯარო სკოლა ფუნქციონირებს, აქედან 56 სკოლა საშუალო საფეხურისაა. 2022-2023 სასწავლო წელი მარნეულის მასშტაბით 1 318-მა მეთორმეტეკლასელმა დაამთავრა.


Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/marneulifm.ge/public_html/templates/default/html/com_content/article/default.php on line 166
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები