მარნეულის N2 სკოლაში მოსწავლეების ინიციატივით სკვერი გახსნეს
მარნეულის N2 საჯარო სკოლის VI ა კლასის მოსწავლეებმა, საკუთარი ინიციატივით, სკოლის ტერიტორიაზე სკვერი მოაწყვეს. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას VI ა კლასის დამრიგებელმა ასმათ ძმანაშვილმა განაცხადა, რომ ტერიტორია, რომელის სკვერად გადაკეთებაც მოსწავლეებს მოუნდათ კლასის გვერდით მდებარეობს.

„ჩვენი კლასის გვერდით, ფანჯრიდან, ძალიან კარგად ჩანს ამ ბაღის ხედი რომელიც აბსოლიტურად სხვანაირი იყო პირველ ეტაპზე და ბავშვებმა შემომთავაზეს იდეა, რომ ხომ არ გაგვეცოცხლებინა ეს ადგილიო. ვისაუბრეთ და სხვა კოლეგებთან ერთად და დირექტიიც მხარდაჭერით გადავწყვიტეთ, რომ ამ იდეისთვის შეგვესხა ფრთები და ნამდვილად გამოგვივიდა. დღეს უკვე ძალიან კარგი და ლამაზი ფართი გვაქვს. ეს სრულიად ბავშვების იდეა იყო და ჩვენ უბრალოდ დავეხმარეთ“. - განაცხადა ასმათ ძმანაშვილმა

მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებს სკვერის მოწყობაში ხელევნების მასწავლებელი ნინო ხუციშვილიც ეხმარებოდა. ჩვენთან საუბრისას მასწავლებელი ამბობს, რომ სკვერის მოწყობით ბავშვებში სახელოვნებო უნარებიც განვითარდა, რადგან მათ თავად მოხატეს კედლები და შექმნეს ხელნაკეთი ნივთები.

„ეს სამუშაოები რაც მოსწავლეებმა განახორციელეს მათი განვითარებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ხელოვნება კრიტიკულ და შემოქმედებით აზროვნებას ანვითარებს მოსწავლეებში. რატომღაც ბევრ სკოლაში მშობლებსაც და პედაგოგებსაც მიაჩნით, რომ ხელოვნება არის მეორადი საგანი, მაგრამ ასე ნამდვილად არაა. ხელოვნება უნვითარებს ბავშვებს ცხოვრებისეულ უნარ-ჩვევებს. დაწყებითი კლასებიდან ბავშვებს უნვითარდებათ მსხვილი მოტორიკა, შემდეგ უნვითარდებათ გონება და ა.შ“ - ამბობს ნინო ხუციშვილი

VIა კლასის მოსწავლეების მიერ შექმნილი სკვერი დღეს, 23 მაისს, გახსნეს. სკვერის გახსნაზე მოეწყო ერთ-ერთი მოსწავლის ნიჰად შაბანოვის ნახატების პერსონალური გამოფენაც. პედაგოგები აცხადებენ, რომ სკვერის განვითარება ცოცხალი პროცესი იქნება და მოსწავლეებთან ერთად უფრო მეტ სიცოცხლეს შესძენენ სივრცეს, სადაც ბავშვები დასვენებას და გაკვეთილებს შორის დროსი გატარებას შეძლებენ.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები