გარდაბნელი, ბოლნისელი და დამანისელი ახალგაზრდებისთვის საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა
22 მაისს „ახალი აროვნების ინსტიტუტის“ მიერ განხორციელებული პროექტის „ქვემო ქართლის რეგიონში პრაკტიკული პოლიტიკის სკოლები“ ფარგლებში რუსთავის საერთაშორისო სკაუტების ცენტრში ორდღიანი შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაში გარდაბნის, ბოლნისის და დმანისი მუნიციპალიტეტებიდან 50 ახალგაზრდა იღებდა მონაწილეობას.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას „ახალი აზროვნების ინსტიტუტის“ თანამდამფუძნებელმა ქამრან ეფენდიევმა განაცხადა, რომ ორდღიანი შეხვედრის დროს „კავკასიური სახლის“ ტრენერებმა ასლან ართმელიძემ და ივეტა გოგავამ ახალგაზრდებს საინტერესო თემებთან დაკავშირებით ჩაუტარეს ტრენინგები.

სემინარების პარალელურად ახალგაზრდები სხვადასხვა გასართობი და სპორტული აქტივობებითაც იყვნენ დაკავებული.

აღსანიშნავია, რომ პროექტი „კავკასიურ სახლთან“ თანამშრომლობით და ნიდერლანდის საელჩოს მხარდაჭრით ხორციელდება.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები