მარნეულის სკოლებში 2078 პირველკლასელია რეგისტრირებული
მარნეულის სკოლებში 2078 პირველკლასელია დარეგისტრირებული. 2023-2024 სასწავლო წელი საჯარო სკოლებში 15 სექტემბერს განახლდება. როგორც მარნეულის რესურსცენტრის ხელმძღვანელი ირმა დავაძე განმარტავს, საგანმანათლებლო დაწესებულებები სრულად არიან მზად სასწავლო წლის დასაწყებად. სკოლებში უკვე მიტანილია კომპიუტერები, როლებიც პირველკლასელებს უნდა დაურიგდეთ.

„მინდა აღვნიშნო, რომ ყველა სკოლა ძალიან მომზადებული ხვდება ახალ სასწავლო წელს. პირადად პერსონალი იყო ჩართული, პედაგოგები, მშობლები, რათა მომზადებული შეხვდნენ ჩვენი
მოსწავლეები ახალ სასწავლო წელს. 9 სკოლის შენობა გვაქვს მუნიციპალიტეტში ავარიული და  ამ სკოლის მოსწავლეები მეზობლად მდებარე სკოლებში განაახლებენ  მეორე ცვლაში სწავლებას.“
- თქვა ირმა დავაძემ.

მარნეულის მასშტაბით სულ 74 საჯარო სკოლაა. წელს არცერთი პირველკლასელი არ ეყოლება წერაქვის და ოფრეთის სკოლებს. რაც შეეხება ამ ეტაპზე რეგისტრირებულ 2078 პირველკლასელს, რესურსცენტრის თქმით, შესაძლოა მონაცემები კიდევ გაიზარდოს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1