ვაგონებში გატარებული 20 წლის შემდეგ ჩანახჩის სკოლაში სწავლა ახალ შენობაში განახლდა
ვაგონებში გატარებული 20 წლის შემდეგ სოფელ ჩანახჩის საჯარო სკოლას ახალი შენობა აქვს. თანამედროვე სტანდარტებით აშენებულ ახალ სკოლაში პირველი ზარი 15 სექტემბერს 3 მოსწავლისთვის დაირეკა. საგანმანათლებლო დაწესუბულებას სულ 20 მოსწავლე ჰყავს. როგორც სკოლის დირექტორი, მანანა მანუკიანი ამბობს, დღეს მათი დიდი ხნის ოცნება ახდა.

"სოლის ეს ახალი შენობა ჩვენი მოსწავლეების ოცნება იყო. 20 წელი მოძრავ ვაგონებში ვსწავლობდით. ახალი სკოლა თანამედროვე სტანდარტებისაამ. ყველაფერი ახალია, კლასები აღჭურვულია, სკოლა გათვლილია 60 მოსწავლეზე. კარგი გარემო სასწავლო პროცესისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. ბავშვები მიიღებენ სრულფასოვან განათლებას. ვულოცავ ყველა სკოლის დაწყებას" - თქვა მანანა მანუკიანმა.


ვაგონებში დაიწყო ბავშვებისათვის ქართული ენის შესწავლა 2016 წლიდან არაქართულენოვანი სკოლების განვითარების ქვე პროგრამის ქართული, როგორც მეორე ენის კონსულტანტ მასწავლებელმა ანა ხომერიკმა. როგორც ის დღეს ჩვენთან საუბარში ამბობს, ახალი საგანმანათლებლო დაწესებულება ხარისხიანი განათლების ერთ-ერთი წინაპირობაა.

"რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მოტივაციას ზრდის როგორც მოსწავლეებში, ასევე მასწავლებლებში. სოფლისთვისაც ძლიან საიმედოა. ოცდამეერთე საუკუნეში ვაგონში არ უნდა მიმდინარეობდეს სასწავლო პროცესი და ახალი სკოლა ძალიან სასიხარულოა ჩვენთვის და მამოტივირებელი" თქვა ანა ხომერიკმა

ჩანახჩის სკოლის გახსნის ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრენოდნენ. საკრებულოს თავმჯდომარემ, ამირან გიორგაძემ მოსწავლეებს ახალ შენობაში სწავლის დაწყება მიულოცა და თქვა, რომ მუნიციპალიტეტი საგანმანათლებლო დაწესებულებების მშენებლობას ხელს შეუწყობს.

"სოფელ ჩანახჩში აშენდა ახალისკოლა, თანამედროვე ტიპის. პირველკლასელებს მივულოცეთ სასწავლო წლის დაწყება. მიხარია, რომ ბავშვებს აქვთ შესაძლებლობა საუკეთესო პირობებში გააგრძელონ სწავლა. ჩვენს მუნიციპალიტეტში უკვე 9 ახალი სკოლა აშენდა და კიდევაა დაგეგმილი მშენებლობები. მინდა ყველას მადლობა გადავუხადო, ვინც მონაწილეობა მიიღო ასეთი სკოლების მშენებლობაში."
- თქვა ამირან გიორგაძემ.


სკოლის გახსნას ესწრებოდა რესურსცენტრის წარმომადგენელი ირმა დავაძე. როგორც მან ჩვენენთან საუბარში აღნიშნა, მარნეულის მასშტაბით სკოლა 20 78- მა მოსწავლემ დაიწყო.

"ძალიან მოხიბლულები ვართ დღეს ახალი შენობით, ძალიან ლამაზი სკოლაა. მისი მშენებლობა მილიონ ექვსასი ათასი ლარი დაჯდა, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ. 20 078 - მა მოსწავლემ შეაღო მუნიციპალიტეტის მასშტაბით სკოლის კარი. აქედან პირველკლასელები 2000 მოსწავლემდე გვყავს. ყველას ვულოცავ და ვუსურვებ განსაკუთრებით ლამაზ სასწავლო წელს, ინოვაციებით და კულტურული ღონისძიებებით დატვირთულს."
- თქვა ირმა დავაძემ


მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანახჩის საჯარო სკოლის მოსწავლეებს 2019 წელს დაჰპირნენ, რომ მათ ვაგონებიან სკოლას, ძველ იატაკს, ჩამოხეულ შპალერს და ძველ მერხებს, ახალი, კეთილმოწყობილი საგანმანათლებლო დაწესებულება შეცვლიდა. სკოლის მშნებლობა დაახლოებით 5 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ერთი პერიოდი სამუშაოები შეჩერებული იყო.


Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/marneulifm.ge/public_html/templates/default/html/com_content/article/default.php on line 166
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები