მარნეულის ორ სკოლაში მანდატურის ვაკანსიაა
მარნეულის ორ სკოლაში მანდატურის ვაკანსიაა. მანდატურების შესარჩევად კონკურსი საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურმა გამოაცხადა.
  • მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელი კაჩაგანი - 1 ვაკანსია;
  • მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელი აზიზქენდი - 1 ვაკანსია;

მანდატურად შეიძლება დაინიშნოს:

  • საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 21 წლის ასაკიდან;
  • ნასამართლობის არმქონე;
  • სრული ზოგადი განათლებით პროფესიულ განათლებასთან ერთად ან უმაღლესი განათლებით;
  • სახელმწიფო ენის მცოდნე;
  • სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად შესაბამისი ჯანმრთელობის მდგომარეობით.

ელექტრონულ ფოსტაზე ( This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it ) გამოსაგზავნი დოკუმენტაცია:

  • სააპლიკაციო ფორმა (შევსებული სრულად, არა სკანირებული);
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი:
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი ან პროფესიული განათლების დამადასტურებელი დიპლომი და სრული ზოგადი განათლების ატესტატი (ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მხოლოდ საბაზო საფეხურის დასრულების შემთხვევაში, კოლეჯის დიპლომის ნამდვილობის დადასტურება, რომელიც მოიცავს აღნიშნული დიპლომის გათანაბრებას სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტთან);

შრომის ანაზღაურება: 1000 ლარი (დარიცხული).

კონკურსში მონაწილე პირთა განცხადებების მიღება იწარმოებს 2023 წლის 27 სექტემბრიდან - 2023 წლის 06 ოქტომბრის ჩათვლით

გარეკანის ფოტო: რადიო მარნეულის არქივი
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები