სიახლე
აზერბაიჯანული დრამატული თეატრის ახალი ხელმძღვანელი სამომავლო გეგმებზე საუბრობს
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს მიერ ჩატარებული კონკურსის შედეგად დღეს, 11 იანვარს თბილისის აზერბაიჯანული სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად ახალგაზრდა მსახიობი და რეჟისორი თურგაი ველიზადე დაინიშნა.

თურგაი ველიზადემ აღნიშნა, რომ თეატრის განვითარების და მომავლისათვის საინტერესო იდეები აქვს.

„მომავალში სპექტაკლებთან დაკავშირებით დიდი გეგმები გვაქვს. უბრალოდ მეტი მუშაობა უნდა, თეატრის ძირითადი ფუნქცია სპექტაკლებით მაყურებლების გახარებაა. მაყურებლებს ელოდება არა მხოლოდ აზერბაიჯანული ასევე უცხოური დრამატურგიის პიესები და სცენები. ყველას ინტერესი უნდა გამოვიწვიოთ თეატრში. ყველამ უნდა გაიგოს თეატრის შესახებ ინფორმაცია. ყველაზე შორი და პატარა სოფლებშიც კი გაიგებენ ჩვენი თეატრის შესახებ. რა თქმა უნდა, სხვა რეგიონებშიც გვექნება გასტროლები. თეატრის განვითარებას უფრო დიდი ნაბჯებით გავაგრძელებთ. თეატრი არის კულტურა და ეს კულტურა ჩვენ უნდა განვავითაროთ და მივიტანოთ მაყურებელამდე“ - ამბობს თურგაი ველიზადე.

აღსანიშნავია, რომ თეატრის ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი ვარლამ ნიკოლაძე იყო. მან 2018 წლის ოქტომბრის თვეში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო თანამდებობა დატოვა.

რადიო „მარნეული“

| Print |
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
ადამიანის უფლებების სწავლებისა და
მონიტორინგის ცენტრის (EMC) ბლოგი მარნეულში ჩატარებული ნოვრუზ
ბაირამის დღესასწაულის შესახებ.  ავტორი ცოტნე ცხვედიანია.

გთავაზობთ ბლოგს უცვლელად.
20:57 / 21.03.2019
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) ბლოგი მარნეულში ჩატარებული ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულის შესახებ.  ავტორი ცოტნე ცხვედიანია.

გთავაზობთ ბლოგს უცვლელად.
ვერძი
დილიდან ოპტიმისტურად განეწყვეთ და ყველა სირთულეს მარტივად დაძლევთ.
საღამოს ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ. ბევრ რამეზე შეგეცვლებათ
წარმოდგენა. ზოგიერთი სიანტერესო შემოთავაზებას
მიიღებს.
10:00 / 21.03.2019
ვერძი
დილიდან ოპტიმისტურად განეწყვეთ და ყველა სირთულეს მარტივად დაძლევთ. საღამოს ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ. ბევრ რამეზე შეგეცვლებათ წარმოდგენა. ზოგიერთი სიანტერესო შემოთავაზებას მიიღებს.
პაპუას პროვინციაში მომხდარი წყალდიდობის
შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება.
15:30 / 20.03.2019
პაპუას პროვინციაში მომხდარი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება.
საქართველო მსოფლიოს ბედნიერი ქვეყნების
რეიტინგში 119-ე ადგილს იკავებს. შესაბამისი ანგარიში გაერო-მ
გამოაქვეყნა.
14:55 / 20.03.2019
საქართველო მსოფლიოს ბედნიერი ქვეყნების რეიტინგში 119-ე ადგილს იკავებს. შესაბამისი ანგარიში გაერო-მ გამოაქვეყნა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ პეკინის გამზირზე
მდებარე ერთ-ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დაყაჩაღების ფაქტზე ორი
პირი, მამა-შვილი დააკავა, რომლებიც წარსულში სხვადასხვა
დანაშაულისთვის ნასამართლევი არიან.
11:56 / 20.03.2019
შინაგან საქმეთა სამინისტრომ პეკინის გამზირზე მდებარე ერთ-ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დაყაჩაღების ფაქტზე ორი პირი, მამა-შვილი დააკავა, რომლებიც წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი არიან.
დიდი
ბრიტანეთის დიეტოლოგებმა, კვლევების საფუძველზე, განაცხადეს, რომ
არსებობს პროდუქტების ნაკრები, რომელიც ცალსახად ზრდის ლიბიდოს და
ადამიანს სექსუალური აქტივობისთვის აუცილებელ ენერგიას
აძლევს
11:17 / 20.03.2019
დიდი ბრიტანეთის დიეტოლოგებმა, კვლევების საფუძველზე, განაცხადეს, რომ არსებობს პროდუქტების ნაკრები, რომელიც ცალსახად ზრდის ლიბიდოს და ადამიანს სექსუალური აქტივობისთვის აუცილებელ ენერგიას აძლევს
ვერძი
წარსულში მიტოვებული საქმეების, ურთიერთობების გამო დღეს პესიმისტურად
განეწყობით. მეტი დრო დაუთმეთ სამემკვიდრეო და პირადი საკითხების
მოგვარებას.
09:53 / 20.03.2019
ვერძი
წარსულში მიტოვებული საქმეების, ურთიერთობების გამო დღეს პესიმისტურად განეწყობით. მეტი დრო დაუთმეთ სამემკვიდრეო და პირადი საკითხების მოგვარებას.
თბილისში კიდევ რამდენიმე ქუჩა გამოიყოფა, სადაც
მიკროავტობუსები მხოლოდ გაჩერებებზე გაჩერდებიან.
12:34 / 19.03.2019
თბილისში კიდევ რამდენიმე ქუჩა გამოიყოფა, სადაც მიკროავტობუსები მხოლოდ გაჩერებებზე გაჩერდებიან.