ხულდარაში „ცეცხლის ჩერშენბე“ აღნიშნეს
3 მარტს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულდარაში „ცეცხლის ჩერშენბესთან“ დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებას ახალი აზროვნების ინსტიტუტის დამფუძნებლები და მოსწავლეები, მოწვეული სტუმრები და სოფლის მოსახლეობა დაესწრო. „ცეცხლის ჩერშენბე“ ხულდარელებთან ერთად აღნიშნა მარნეულის საკრებულოს წევრმა და სადახლოს მაჟორიტარმა როვშან ისკანდაროვმა.

ახალი აზროვნების ინსტიტუტის მოსწავლეებმა ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს აზერბაიჯანულ და ქართულ ენებზე ლექსები წაუკითხეს და საცეკვაო ნომრები შეასრულეს.

ახალი აზროვნების ინსტიტუტის დამფუძნებლის არიზ დაშდამიროვის თქმით, დროთა განმავლობაში მოსახლეობას ჩერშენბეების აღნიშვნა ავიწყდება. ამბობს, რომ სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს „ცეცხლის ჩერშსენბეს“ აღნიშვნა და მოსახლეობისათვის ტრადიციების შეხსენება.

რადიო „მარნეული“

სახავატ ილიასოვი













Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები