სიახლე
რატომ უნდა გამოცხადდეს ნოვრუზ ბაირამი უქმე დღედ
პლატფორმა „სალამი“ ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულის უქმედ გამოცხადებას ითხოვს. როგორც „სალამის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ელნურ ალისო ჩვენთან საუბარში ამბობს, ნვრუზი არის დღესასწაული, რომელსაც ღრმა ფესვები აქვს საქართველოს ისტორიასა და ტრადიციაში.

„ჯერ ერთი, შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოანში“ ან სხვა ქართულ ლიტერატურის ნაწარმოებებში ფიქსირდება ეს დღესასწაული. რაც ნათელი მტკიცებაა იმისა, რომ ეს არ არის უცხო. ნოვრუზის დღესასწაულს აქვს ძალიან ბევრი საერთო ქართულ და ქრისტიანულ ყოფასთან, ტრადიციებთან. სამწუხაროდ, არის ისეთი მდგომა სისტემების მხრიდან, სისტემაში ვგულისხმობ სახელმწიფო უწყებებს, აქვთ ისეთი მიდგომა და ზოგადად, პოლიტიკური ნებაა ისეთი, რომ, როცა სიტყვა საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობას ვამბობთ, მათთვის იგულისხმება მხოლოდ ეთნიკურად ქართველების კულტურული მემკვიდრეობა. ამ დროს, სქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეთნოსების კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც საქრთველოშია ჩაოყალიბებული, იკარგება და საქართველო კარგავს ამ ბრწყინვალე მარგალიტებს“

პლატფორმა "სალამი" თემის სახელით არაერთ აქცია-პერფორმანსს მართავს, რომელიც ნოვრუზის მნიშვნელობის ახსნას და უქმე დღედ გამოცხადებას უკავშირდება.  ბოლო აქტივოა ამ მხრივ სოფელ ხულდარას სათემო ცენტრში გაიმართა. ამ დღის მნიშვნელობაზე "Facebook" ღონისძიების საშუალებით ოქტაი კაზუმოვმა, ქამრან აფანდიევმა, ელნურ ალისოიმ და ქამრან მამედლიმ ისაუბრეს.



„ჩვენ ვიფიქრეთ, რომ რადგან ნოვრუზი ხალხს ძირითადად ახსენდება მაშინ, როდესაც უშუალოდ ახლოვდება დღესასწაული (თებერვლის ბოლო, მარტის დასაწყისი) ვიფიქრეთ, რომ კარგი იქნებოდა ამ დღესასწაულის სხვა თვეებშიც ხსენება. პირველი აქცია გვქონდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, სადაც ტრადიციული მუსიკა დავუკარით, საზზე, თარზე და შემდეგ საქართველოს პრეზიდენტს ოფიციალურად მივმართეთ წერილით, რომ ნოვრუზი გახდეს უქმე დღე და საჭიროების შემთხვევაში მზად ვართ შევხვდეთ. შემდეგ ეტაპზე ვგეგმავთ მივმართოთ საქართველოს პარლამენტს, თბილისის მერს, და პრემიერ-მინისტრს“ იგვე სულისკვეთებით, თხოვნით და მოთხოვნით.“ - თქვა ელნურ ალისოიმ

"ნოვრუზი" – სპარსული სიტყვაა. მისი ერთი ნაწილი "ნოვ"- ახალს, ხოლო მეორე - "რუზ" დღეს ნიშნავს. ნოვრუზ ბაირამი გაზაფხულის შემოსვლის, ზოგიერთ ქვეყანაში კი ახალი წლის დღესასაწაულია
აღსანიშნავია, რომ ნოვრუზის აღნიშვნის უძველესი წესის აღწერას „ვეფხისტყაოსანშიც“ ვხვდებით:

„ამა ქალაქსა წესია: დღესა მას ნავროზობასა არცა ვინ ვაჭრობს ვაჭარი, არცა ვინ წავა გზობასა;
ყოველნი სწორად დავიწყებთ კაზმასა, ლამაზობასა, დიდსა შეიქმენ მეფენი პურობა-დარბაზობასა.
ჩვენ დიდ-ვაჭართა ზედა-გვაც დარბაზს მიღება ძღვენისა, მათ საბოძვრისა ბოძება ჰმართებს მსგავსისა ჩვენისა;
ათ დღემდის ისმის ყოველგნით ხმა წინწილისა, ებნისა, მოედანს მღერა, ბურთობა, დგრიალი ცხენთა დგენისა.“


2010 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ნოვრუზი საერთაშორისო დღედ აღიარა. 2009 წლის 28 სექტემბრის იუნესკოს სამიტზე ნოვრუზი ოფიციალურად შეიტანეს კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში. 2010 წელს, ნოვრუზ ბაირამი საქართველოში საერთო სახალხო დღესასწაულად გამოცხადდა.

ამავე თემაზე: ნოვრუზ ბაირამი, როგორც გაზაფხულის შემოსვლის მახარობელი
FaceBook Twitter Google
დაიცავი დისტანცია