სიახლე
აზერბაიჯანის საელჩო საქართველოში კონკურსს აცხადებს
აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში აცხადებს ნახატებისა და ესეების კონკურსს 20 იანვრის და 9 აპრილის მოვლენების მომდევნო წლისთავთან დაკავშირებით, რომელიც აზერბაიჯანისა და საქართველოს ხალხების მიერ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ გადადგმული ნაბიჯების გამოვლინებაა.

ამ თემაზე ყველაზე შემოქმედებითი ნამუშევრების მფლობელი 15 წლის ასაკის ზემოთ საქართველოს მოქალაქეები ორივე ნომინაციაში საელჩოს მხრიდან დაჯილდოვდებიან (პირველ სამ ადგილზე გასულები).

კონკურსის შედეგები 2021 წლის 18 იანვარს გამოცხადდება.

კონკურსის შედეგების მიხედვით, პირველ სამეულზე გასული საქართველოს მოქალაქეები თბილისში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოში ელჩი ფაიგ გულიევისა და საქართველოს სრულუფლებიანი წარმომადგენლის მხრიდან დაჯილდოვდებიან.

გთხოვთ კონკურსში მონაწილე პირებმა ამ თემაზე შექმნილი ნამუშევრები საელჩოში (მისამართი: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. 4 ) წარადგინოთ, ასევე აზერბაიჯანულ, ან ქართულ ენაზე დაწერილი ესეების ავტორებმა 2021 წლის 17 იანვრამდე თავიანთი ნაშრომები საელჩოს This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it . მისამართზე გამოგზავნოთ.

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღების მსურველებმა გთხოვთ დაგვიკავშირდეთ საელჩოს ნომერზე (+995 32) 224-30-04.

FaceBook Twitter Google
დაიცავი დისტანცია