„განსხვავებულის ატანა“ - სამირა ბაირამოვა და ქამრან მამედლი ტოლერანტობაზე
16 ნოემბერი ტოლერანტობის საერთაშორისო დღეა. რადიო „მარენულმა“ ინტერვიუები ჩაწერა სამოქალაქო აქტივისტებთან, რომლებმაც სახელმწიფოსა და ადგილობრივ დონეზე ტოლერანტობის მნიშვნელობა შეაფასეს. სამირა ბაირამოვა მარნეულელი სამოქალაქო აქტივისტია, მიიჩნევს, რომ დღევანდელი მოცემულობით რთულია შემწყნარებლობაზე საუბარი. ფიქრობს, რომ ტოლერანტობის არსის გაცნობას სკოლებში მეტი დრო უნდა ეთმობოდეს და მხოლოდ არაფორმალური განათლებით არ უნდა ხდებოდეს საკითხზემსჯელობა.

„დისკრიმინაციულ მიდგომასთან დაკავშირებით ჩვენ მარნეულის მერიაზე ორი საჩივარი გვქონდა სასამართლოში და დღემდე მიმდინარეობს ეს პროცესი. არ არსებობს ისეთი კულტურული დაწესებულება, მუზეუმი, კულტურის სახლი ან სხვა ადგილი, სადაც სხვადასხვა ეთნიკურმა ჯგუფებმა განავითარონ თავიანთი კულტურა. იმიტომ, რომ თვითონ მუნიციპალიტეტის დონეზე, სახელმწიფოს დონეზე, ეს ორმაგი სტანდარტი არსებობს. მოსახლეობის დონეზე რომ ვისაუბროთ, რამდენი სოციალური, ეკონომიკური პრობლემები არის სოფლებში თუ ჩვენ შევადარებთ მარნეულის ბიუჯეტით შესრულებულ საქმიანობას, ამ დისკრიმინაციას ძალიან კარგად ვხედავთ. ამ ყველაფრის ფონზე, ძალიან მიჭირს ამ მიმართულებით ვისაუბრო, რომ ჩვენ ტოლერანტული საზოგადოება ვართ“

პლატფორმა „სალამის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ქამრან მამედლი მიიჩნევს, რომ ძალიან რთულია ვთქვათ, რომ საქართველოში ტოლერანტობის კონცეფცია არის ძლიერი. ფიქრობს, რომ ხშირად ტოლერანტობას ზედაპირულად უყურებენ და განსხვავებულის ატანად აღიქვავენ

„სამწუხაროდ, დღეს, საქართველოში, აღნიშნული იდეა არის ძალიან შესუსტებული და ტოლერანტობის განცდა ძალიან ზედაპირულია. მათ შორის იმ ჯგუფებში, რომლებიც წესით უფრო სიღრმისეულად უნდა უყრებდნენ ტოლერანტობას. მნიშვნელოვანია იმის თქმა, რომ დღეს საქართველოში ხშირად ტოლერანტობას უბრალოდ ზედაპირულად უყურებს ძალიან ბევრი აქტორი და ტოლერანტობა ითვლება განხვავებულის ატანად, განსხვავებულის არსებობის მიღებად და უფრო მეტიც, არის ჯგუფები, რომლებიც ტოლერანტობას ეწინააღმდეგებიან კიდევაც. ალბათ, ეს კონცეფცია, უფრო განსხვავებულად უნდა იყოს დანახული ჩვენს ქვეყანაში და მათ შორის იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც არადომინანტური ეთნიკური, რელიოგიური და სხვა დომინანტ ჯგუფის გარეთ არსებულ ადამიანების უფლებებზე მუშაობენ. მაგრამ რასაც ვხედავთ ჩვენს რეალობაში იმდენად ძლიერია განსხვავებულის მიმართ სიძლულვილი, განსხვავებულის მიუღებლობა, რომ მათ შორ ის ადამიანები, ვინც ამ საკითხებზე მუშაობენ ისინიც კმაყოფილდებიან იმით, რომ იყოს ზედაპირული გაგება ტოლერანტობის“

ტოლერანტობის მსოფლიო დღე, გაეროს ინიციატივით, 1996 წელს დაწესდა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები