მარნეულში საბავშვო თეატრი „ბიზის“ მიერ მომზადებული „ტყის კომედიის“ სპექტაკლი გაიმართება
მარნეულში საბავშვო თეატრი „ბიზის“ მიერ მომზადებული „ტყის კომედიის“ სპექტაკლი გაიმართება. სპექტაკლი 22 ნოემბერს, 16:00 საათზე, მარნეულის კულტურის სახლში ჩატარდება.

გარდაბანში მოქმედი საბავშვო თეატრი ბიზის მიერ მომზადებული სპექტაკლი ცნობილი ქართველი კლასიკოსის, ვაჟა ფშაველას პიესის, „ტყის კომედიის“ მიხედვითაა მომზადებული.

სპექტაკლში თამაშობენ პატარა მსახიობები - ზეჰრა აკიპ, ნურაი ახმედოვა, სეიმურ მურადოვი, ამილ გასანოვი, რაბია ახმედოვა, ნური გურბანოვი, აზამ ეფენდიევა, ისლამ აკიპ, ნეძათი ალიევი, მილანა ალიევა, ონურ მურადოვი, სამირ აზიზოვი და მარიამ ალიევა.

სპექტაკლის რეჟისორი საბავშვო თეატრი „ბისი“ სამხატვრო ხელმძღვანელი ბინელი ისლამოღლუ, მხატვარი აზმუს, კოსტიუმების მხატვარი კი მაჰნურ ენვერია.

აღსანიშნავია, რომ სპექტაკლი საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება.

აბავშვო თეატრი „ბიზი“ საქართველოში პირველი აზერბაიჯანულენოვანი დამოუკიდებელი ბავშვთა თეატრია. გარდაბანში მოქმედი თეატრის მიზანი ბავშვებსა და მოზარდებში თეატრის, მუსიკის, ხატვის და ხელოვნების სხვადასხვა დარგისადმი ინტერესის გაღვიძება, კადრების მომზადება, ქართული და აზერბაიჯანული კულტურების პოპულარიზაცია და ინტეგრაციის ხელშეწყობაა.

სპექტკლი „ტყის კომედია“ უკვე გარდაბანში და ქალაქ რუსთავში გაიმართა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები