სადახლოში წყლის ჩერშენბე აღნიშნეს
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოს ცენტრში დღეს, 22 თებერვალს, ნოვრუზ ბაირამის პირველი სამშაბათი "წყლის ჩერშენბე" აღინიშნა.

რადიო "მარნეულთან" საუბრისას სადახლოს ადმინისტრაციულ ერთეულის მაჟორიტარმა როვშან ისკანდაროვმა განაცხადა, რომ ჩერშენბეს აღსანიშნავი მასშტაბური ღონისძიება სადახლოს ცენტრში წელს პირველად გაიმართა.

"გილოცავთ დღევანდელ დღეს. დღეს აღინიშნება წყლის ჩერშენბე და მადლობელი ვარ ყველასი. ჩვენთან ჩერშენბე ყოველთვის აღინიშნება, მაგრამ ცენტრში ასეთი მასშტაბური ღონისძიება პირველად ტარდება". - განაცხადა როვშან ისკანდაროვმა

"წყლის ჩერშენბე" სადახლოში მარნეულის კულტურის ცენტრის და ადგილობრივი მოსახლეობის ორგანიზებით გაიმართა. აღსანიშნავია, რომ დღეს მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის ორგანიზებით ჩერშენბე პირველად აღინიშნება. მოსულ სტუმრებს გაუმასპინძლდნენ ტრადიციული აზერბაიჯანული ჩაით, შესრულდა ტრადიციული მუსიკალური ნომრები ხოლო ღონისძიების დასასრულს დაინთო ცეცხლი.

რადიო "მარნეულთან" საუბრისას მარნეულის კულტურის ცენტრის დირექტორმა ნატო შავიშვილმა განაცხადა, რომ მომდევნო ჩერშენბეები მარნეულის კულტურის ცენტრის ორგანიზებით სხვადასხვა სოფლებში გაიმართება.

"დღეს დაიწყო ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულისთვის მზადების პროცესი. დღესაა პირველი სამშაბათი, რომელიცაა წყლის ჩერშენბე. მნიშვნელოვანი ნაწილია ნოვრუზ ბაირამამდე ამ სამშაბათების აღნიშვნა რადგან ტრადიციების მიხედვით, ამ სტიქიების ფონზე შემდეგ დგება გაზაფხული და ის ახალი წელი რომელსაც საბოლოო ჯამში ჩვენ ვზეიმობთ ხოლმე ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულზე. მიხარია, რომ ჩვენ შევძელით და გავაცოცხლეთ ეს ტრადიცია სოფლის ცენტრში. ზოგადად ეს სამშაბათები აღინიშნება ოჯახებში, თუმცა ჩვენი დახმარებით სოფლის მოსახლეობამ უფრო მასშტაბური გახადა ეს ტრადიცია და გამოიტანა სოფლის ცენრრში. ვულოცავ ყველას დამდეგ ნოვრუზ ბაირამს ყველას ვინც აღნიშნავს ამ დღესასწაულს".

მარნეულის კულტურის ცენტრის დირექტორის განმარტებით, წელს მარნეულში ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული კვლავ მასშტაბური ღონისძიებით აღინოშნება.

„ჩერშენბე“ , ანუ სამშაბათი - ასე ჰქვია ტრადიციას, რომელიც ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულამდე ერთი თვით ადრე აღინიშნება.

ყოველი კვირის სამშაბათ დღეს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, რომელიც ეთნიკური უმცირესობების იდენტობის ნაწილია. მარნეულის მუნიციპალიტეტში საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელების ყველაზე დიდი დასახლებაა.

„ჩერშენბე“ უკავშირდება ცხოვრებისთვის მნიშვნელოვან ოთხ სტიქიას: წყალს, ქარს, მიწას და ცეცხლს.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები