როდის აღინიშნება ყურბან ბაირამი? - საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს განცხადება

წელს საქართველოში წმინდა ყურბან ბაირამი 9 ივლისს დაიწყება

და 12 ივლისს, დღის პირველ ნახევრამდე გაგრძელდება. ამის შესახებ რადიო მარნეულთან საუბრისას სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს აღმოსავლეთ საქართველოს მუფტმა, ჰაჯი ეთიბარ ემინოვმა თქვა.   მისივე თქმით, სამმართველო როგორც ყოველთვის, ამ წელსაც საქართველოში შესაწირებს დაკლავს და გაჭირვებულ ოჯახებს დაურიგებს.

ყველგან - თბილისში, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, კახეთი, აჯარა და სხვა რეგიონებში ცოტაც რომ იყოს მაინც დაურიგდებათ შესაწირი. ჩვენთან ვინც თანამშრომლობს ორგანიზაციები და ქველმოქმედი ადამიანები, მათი მადლობელი ვართ“ - ამბობს ეთიბარ ემინოვი.

მუფტმა  აღნიშნა, რომ 9 ივლისს 06:10 საათიდან საქართველოში მოქმედ მეჩეთებში სადღესასწაულო ლოცვა წაიკითხება. სადღესასწაულო ლოცვის შემდეგ კი შესაწირებს დაკლავენ.

რადიო "მარნეული"

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები