One Caucasus მარნეულში 25-28 აგვისტოს გაიმართება
მარნეულის მუნიციპალიტეტში ფესტივალი „One Caucasus” 2022 წელსაც გაიმართება. რადიო „მარნეულს“ ფესტივალის ორგანიზატორმა აცნობა, რომ ფესტივალი კვლავ სოფელ წერაქვში გაიმართება.

მუსიკალური და შემეცნებითი ფესტივალი 25 აგვისტოს დაიწყება და 28 აგვისტომდე გაგრძელდება. ორგანიზატორების განმარტებით, ისევე როგორც წინა წლებში ფესტივალი მუსიკალურ ნაწილთან ერთად სხვადასხვა სახის ვორქშოფებს და აქტივობებს მოიცავს.

ფესტივალი One Caucasus მარნეულში 2014 წლიდან იმართება და ის მუნიციპალიტეტში ერთადერთი საერთაშორისო ფესტივალია. „ერთიანი კავკასია“ საქართველოში მერვედ იმ მიზნით ტარდება, რათა მოსახლეობას დაანახოს, რომ მშვიდობა მიღწევადია და ამის გაკეთება ერთობლივი, მუსიკალური სინთეზითაც არის შესაძლებელი. მიუხედავად კონფლიქტებისა, საქართველო იდეალური ადგილია სადაც ერთ სცენაზე სომეხ და აზერბაიჯანელ მუსიკოსებს მშვიდად შეუძლიათ სიმღერა.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები