სავალან მირზეოვს დმანისის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭეს

პარლამენტის დეპუტატს, სავალან მირზოევს, დმანისის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭეს.

ამის შესახებ ინფორმაცია დეპუტატმა ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე თავად გაავრცელა. მირზოევმა აღნიშნა, რომ როგორც ყოველ წელს, ამ წელსაც დმანისობის დღესასწაულზე იღებდა მონაწილოებას და მას სწორედ ამ ღონისძიებაზე მიანიჭეს წოდება.

„დღეს დმანისის მუნიციპალიტეტმა დმანისობის დღესასწაული აღნიშნა. სულ დიდი სიხარულით მივდივარ, იმიტომ რომ დმანისი ის ადგილია, სადაც დავიბადე. ამჯერად ადგილობრივებმა დიდი პასუხისმგებლობა დამაკისრეს - დღეს მე ქალაქ დმანისის საპატიო მოქალაქის სტატუს მომანიჭეს და შესაბამისი ჯილდო მომცეს. ვამაყობ იმით, რომ დმანისის საპატიო მოქალაქე ვარ. ამისთვის ადგილობრივ თვითმმართველობას ვუხდი მადლობას!“ - წერს მირზოევი

2009 წლიდან ორგანიზაცია "ბორჩალოს კავშირი საქართველოდან წარმოშობილ თურქების დღესასწაული "ელათი" დააწესეს. ამ დღესასწაულის ალტერნატივად დაწესდა დმანისობის დღესასწაული, რომელიც უკვე მესამე წელია საზეიმოდ აღნიშნება დმანისის მუნიციპალიტეტში.

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები