მარნეულელი ილჰამე ტალიბოვა წლის საუკეთესო მოცეკვავედ დასახელდა
23 დეკემბერს, ქალაქ მცხეთაში, „ახალგაზრდა შემოქმედთა ფედერაციის“ ორგანიზებით „არტ ფესტივალი“ ჩატარდა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო მარნეულის კლტურის ცენტრის ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „ენგურმა“.

მარნეულიდან ანსამბლ ენგურის წევრი და სოლისტი ილაჰე ტალიბოვა წლის საუკეთესო მოცეკვავედ დასახელდა.

„მარნეულში ვცხოვრობ, 22 წლის ვარ. ენგურის ანსაბლში ვიღებ მონაწილეობას. მომავალში კარიერა მინდა ცეკვის განხრით გავაგრძელო. სუხიშვილის ანსაბლში მინდა გაგრძელება და ვვოცნებობ ცეკვის მასწავლებლობაზე. ამასთან ერთად, წლის საუკეთესო მოცეკვავედ ამირჩიეს და ოქროს მედლით დამაჯილდოვეს“.

აღსანიშნავია, რომ ენგურის ჯგუფი მარნეულში 2008 წელს შეიქმნა. ახალგაზრდა ქორეოგრაფმა გადაწყვიტა, რომ ადგილობრივებს ქართული ცეკვები ასწავლოს. ანსამბლის ძირითადი ნაწილი შედგება უმცირესობებისაგან. ილაჰე ტალიბოვა უკვე 13 წელია, რაც "ენგურში" ცეკვავს.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები