თბილისში სპექტაკლის „საბოლოოდ დამთავრდა“ ჩვენება გაიმართება
თბილისის ჰეიდარ ალიევის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატიული თეატრის მიერ დადგმული სპექტაკლის „საბოლოოდ დასრულდა“-ს პრემიერა გაიმართება. სპექტაკლის ჩვენება 21 მაისს, 19:00 საათზე, მარჯანიშვილის თეატრის პატარა სცენაზე ჩატარდება. ამის შესახებ თეატრის ხელმძღვანელი თურგაი ველიზადე რადიო „მარნეულთან“ საუბირსას აცხადებს.

ველიზადეს თქმით, სპექტაკლში ითამაშებენ თურგაი ველიზადე, თელმან ისფაჰანლი, ნარმინ ჰასანოვა, მედინე ჰასანოვა და ფუად ისფაჰანლი.

რამდენიმე ნაწარმოების მოტივებზე შექმნილი სცენარით დადგმული სპექტაკლი ერთი ადამიანის ცხოვრების დრამატურგიაზე საუბრობს. ცეცხლსასროლი იარაღით თავის მოკვლის გადაწყვეტილების მიმღები მათავარი გმირი ირონიით იხსენებს ცხოვრების სასიხარულო, სამწუხარო და ტრაგიკული წამებს.

სპექტაკლის რეჟისორი თურგაი ველიზადეა. მხატვარი კი ალექსანდრე სლოვინსკი.

ბილეთის ფასი 10 ლარია. ბილეთების შეძენა შეგიძლიათ biletebi.ge-ს საიტიდან.

მისამართი: მარჯანიშვილის თეატრი, მარჯანიშვილის 8, თბილისი, საქართველო.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები