„ჩვენთვის მნიშნველოვანია კულტურათა ურთიერთგაზიარება“ - პოლონელი ახალგაზრდები მარნეულის N2 სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ
დღეს, 17 მაისს, მარნეულის N2 საჯარო სკოლის ეკო კლუბს პოლონელი ახალგაზრდები ესტუმრნენ. რადიო "მარნეულთან" საუბრისას მარნეულის N2 საჯარო სკოლის მასწავლებელმა და ეკო კლუბის თანამეურვემ თემურ სუყაშვილმა განაცხადა, რომ პოლონელი ახალგაზრდები საქართველოში გაცვლითი პროექტის ფარგლებში იმყოფებიან.

"ამ ღონისძიების ფარგლებში მოხდება კულტურათა ურთიერთგაზიარება. ჩვენი მოსწავლეები გაუზიარებენ მულტიეთნიკური ჯგუფის სხვადასხვა კულტურულ, მნიშვნელოვან, დეტალებს, ხოლო პოლონელები თავის მხრივ გააზიარებენ პოლონურ კულტურას. დაგეგმილია სახალისო აქტივობები, თამაშები, როგორც "განათლების ბაღში" ასევე სკოლის სტადიონზე". - განაცხადა თემურ სუყაშვილმა

სუყაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია მოსწავლეებს სკოლის ასაკიდანვე ჰქონდეთ შესაძლებლობა გაეცნონ სხვადასხვა კულტურებს და ჰქონდეთ ვროპული ქვეყნების წარმომადგენლებთან შეხვედრის შესაძლებლობა.

"ჩვენი სკოლა მაქსიმალურად ცდილობს, რომ ხელი შეუწყოს ასეთი კულტურების გაცვლას და ჩავრთოთ მოსწავლეები სხვადასხვა პროექტებში და ამით ხელი შევუწყოთ კულტურათა ურთიერთგაზიარებას". - ამბობს თემურ სუყაშვილი

ანა 20 წლის პოლონელი მოხალისეა. ის უკვე სამი წელია სხვადასხვა გაცვლით პროგრამებში ღებულობს მონაწილეობას. როგორც გვეუბნება, პანდემიის დროს რუმინეთში ქართველ ახალგაზრდებთან ერთად ღებულობდა გაცვლით პროგრამაში მონაწილეობას და იქ მიღებული შთაბეჭდილებების შემდგომ გადაწყვიტა საქართველოში გამოცხადებულ პროგრამაში მონაწილეობა.

„ვნახე ეს პროექტი, რომელიც რუსთავში იმართებოდა და ვინაიდან მას ჰქონდა როგორც კულტურული, სოციალური, ისე სახელოვნებო კომპონენტი გადავწყვიტე, რომ ეს ჩემთვის ძალიან კარგი შესაძლებლობა იქნებოდა. ჩემთვის საქართველო შესანიშნავი ქვეყანაა, ჯერ კიდევ გაოცებული ვარ იმ სტუმართმოყვარეობით, რომელსაც ქართველები აჩვენებენ ყოველდღიურად. თქვენ გაქვთ საოცარი ქვეყანა ლამაზი ხალხითა და ბუნებით და ვიმედოვნებ, რომ ამ გზავნილს მსოფლიოს გარშემო გავავრცელებთ“.

პროექტის კოორდინატორმა გიგა გიგაურმა რადიო „მარნეულთან“ საუბრისას განაცხადა, რომ პროექტი პირველი მაისიდან დაიწყო და ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება.

„ერთი თვის განმავლობაში სხვადასხვა ახალგაზრდულ სივრცეებში ატარებენ სხვადასხვა ახალგაზრდულ პროექტებს, ცდილობენ რომ გაუზიარონ თავიანთი გამოცდილება და ამავდროულად გააცნონ ერასმუსის პროგრამები და უფრო მეტი ხალისი შეიტანონ სხვადასხვა საგანმანათლებლო თუ ახალგაზრდულ დაწესებულებაში“. - გვითხრა გიგა გიგაურმა

პოლონელი ახალგაზრდები საქართველოში ევროპის სოლიდარობის პროგრამის ფარგლებში იმყიფებიან. პროექტს, რომლის ფარგლებშიც გაცვლითი პროგრამა ხორციელდება ორგანიზაცია "ქართვრლი ახალგაზრდები ევროპისათვის" ახორციელებს.

რადიო "მარნეული"
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები