ვინ წარადგენს საქართველოს, აზერბაიჯანს და სომხეთს „ევროვიზიაზე“
68-ვე ევროვიზიის კონკურსი წელს შვედეთში, ქალაქ მალმეში ჩატარდება. შვედეთს გამარჯვება გასულ წელს მომღერალმა ლორინიმ სიმღერით “Tattoo” მოუტანა. პირველი ნახევარფინალი 7 მაისს ჩატარდება.

საქართველოს წელს ნუცა ბუზალაძე წარადგენს. Firefighter – ასე ჰქვია 2024 წლის საქართველოს საკონკურსო სიმღერას, რომელიც დარკო დიმიტროვმა და ადა სატკამ სპეციალურად ნუცასთვის დაწერეს. ნუცა ბუზალაძე საქართველოს სახელით 9 მაისს, მეორე ნახევარფინალში იმღერებს.


“Özünlə apar”(თან გაიყოლე) ამ სიმღერით წარდგება აზერბაიჯანის წარმომადგენელი ილკინ დოვლატოვი, რომლის სიმღერის სინთეზი აზერბაიჯანული ტრადიციული მუღამით უფორმებს შემსრულებელი ფარხადი.
აზერბაიჯანი პირველ ნახევარფინალში იქნება წარდგენილი.


სომხეთს წელს ფრანგულ სომხური ჯგუფი წარადგენს სახელად LADANIDA და მისი სოლისტი ჯაკლინ ბაგდასარიანი. სიმღერა სახელწოდებით “JAKO”.


იმისათვის რომ ქვეყანამ მონაწილეობა მიიღოს ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე, ის EBU-ის(ევროპის მაუწყებელთა კავშირის გაერთაინება) აქტიური წევრი უნდა იყოს. მონაწილეობის შესახებ მოსაწვევს, მაუწყებელთა კავშირი ყველა ქვეყნისთვის გასცემს. 2024 წლის კონკურსისთვის უფლებამოსილ ქვეყნებს მონაწილეობის დასადასტურებლად ვადა 2023 წლის 15 სექტემბრამდე ჰქონდათ, რათა გაეგზავნათ EBU-თვისს დადასტურება მათი მონაწილეობის შესახებ.

ბოლო მონაცემებით ევროვიზია 2024-ზე 35-მა ქვეყანამ დაადასტურა მონაწილეობა. მათ შორისსაა ლუქსემბრუგი, რომელიც დიდხნიანი პაუზის შემდეგ კონკურსს უბრუნდება. ლუქსემბურგი კონკურსში ბოლოს 1993 წელს წარდგა.ჩრდილოეთ მაკედონიაც ერთწლიანი პაუზის შემდეგ უბრუნდება ევროვიზიის სიმღერის კონკურსს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები