7 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი

ამ დღეს საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს ადვილად მოხიბლავთ. ეცადეთ ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობაში ნაკლები მოიტყუოთ, რადგან ამით მხოლოდ საკუთარ თავს დაზარალებთ. იზრდება ნერვიულობის საფუძველზე ქრონიკული დაავადებების გამწვავების ალბათობა.

კურო

ამ დღეს სასიცოცხლო და შემოქმედებითი ენერგიის დაქვეითებას იგრძნობთ. გამორიცხული არ არის უსიამოვნო სიახლე ან გარემოებათა არახელსაყრელი განვითარება. საყვარელ ადამიანთან შეხვედრისას მოსალოდნელია კამათი და კონფლიქტიც კი. ეცადეთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ და ვითარება არ გაამწვავოთ. დაეხმარეთ ადამიანებს და ერთგულ მეგობრებს შეიძენთ.

ტყუპები

მშვიდი სამუშაო დღეა. ეცადეთ წყალზე მშვიდი და ჰაერზე უხილავი გახდეთ - უმჯობესია, რომ ვიღაცამ თქვენი არსებობა ვერ შენიშნოს. ახალი ბიზნესთანამშრომლობა მოგებას მოგიტანთ.

კირჩხიბი

ეს დღე განსაკუთრებით ხელსაყრელია შემოქმედი კირჩხიბებისთვის. გახსოვდეთ, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებამდე სიტუაცია ყურადღებით უნდა შეისწავლოთ. დღის მეორე ნახევარში დაუგეგმავი ფინანსური ხარჯი გელით და ეცადეთ ამისთვის მზად იყოთ.

ლომი

კარგი დღეა ახალი საქმის დაწყებისთვის, თუმცა ეცადეთ ძველი პროექტები დროულად დაასრულოთ და უფროსის შენიშვნა არ დაიმსახუროთ. სავარაუდოდ, იმ პრობლემებთან დაბრუნება მოგიწევთ, რომლებიც უკვე მოგვარებული გეგონათ. ნუ მოდუნდებით და იზარმაცებთ - ამ დღეს ძლიერი ნებისყოფა და მოტივაცია გჭირდებათ.

ქალწული

თუ გრძნობთ, რომ ემოციებთან გამკლავება გიჭირთ, იქნებ, დროა, მარტოობას წერილი დაუსვათ. შესაძლოა, ბევრი გადაუდებელი საქმე გამოგიჩნდეთ, რაც მაქსიმალურ სიმშვიდეს და ყურადღების კონცენტრაციას მოითხოვს. თუ მეგობრებთან ერთად გართობას გეგმავთ, გირჩევთ საყვარელი ადამიანი არ წაიყვანოთ, რადგან შეიძლება გაუგებრობაში აღმოჩნდეთ. ბევრი ქალწული საღამოს სიყვარულსა და გართობას დაუთმობს.

სასწორი

ელსაყრელი დღეა როგორც გონებრივი, ისე ფიზიკური მუშაობისთვის. შესაძლოა მოგებიან ბიზნესში მონაწილეობა შემოგთავაზონ, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სასურველია რჩევა ოჯახის წევრებს და ერთგულ მეგობრებს ჰკითხოთ.

მორიელი

სავარაუდოდ, დაუგეგმავი ხარჯები გელით. თავი შეიკავეთ შინაური ცხოველების ვეტერინართან მიყვანისგან და თუ შესაძლებელია, ეს ვიზიტი რამდენიმე დღით გადადეთ. ნუ დაივიწყებთ ადამიანს, რომელიც რთულ დროს თქვენს გვერდით იყო - სავარაუდოდ, ახლა დახმარება მას სჭირდება.

მშვილდოსანი

ამ დღეს ენერგიით და ოპტიმიზმით სავსე ხართ. თქვენი პირდაპირობა და გულწრფელობა ყინულს გაადნობს და ახლობელი ადამიანის გულისკენ მიმავალ გზას გაპოვნინებთ. ფრთხილად იყავით - იზრდება საკვებით მოწამვლის, ტრავმის და საგზაო შემთხვევების რისკი.

თხის რქა

ეს დღე საყვარელ ადამიანთან დაკავშირებულ შფოთვას და ნერვიულობას მოგიტანთ. თუ შესაძლებელია, მივლინებაში წასვლა რამდენიმე დღით გადადეთ და ოჯახური საქმეები მოაწესრიგეთ. ოჯახის წევრს თქვენი რჩევა და მხარდაჭერა სჭირდება და იმედი არ უნდა გაუცრუოთ.

მერწყული

ამ დღეს კოლეგებთან და მშობლებთან ურთიერთობაში სირთულეები გელით. ეცადეთ საკუთარი მიზნები და ამოცანები უფრო ნათლად და გასაგებად ჩამოაყალიბოთ. თუ გყავთ მეგობრები, რომლებთანაც რაიმე მიზეზით იჩხუბეთ და დიდი ხანია არ გინახავთ, დროა შერიგებაზე იფიქროთ.

თევზები

ეცადეთ, სამსახურში ძალიან ფრთხილად და ყურადღებით იყოთ - ნუ მისცემთ სიზარმაცეს უფლებას, რომ თქვენი მიღწევები გაანადგუროს. საქმე, რომელიც სრულიად უიმედოდ მიგაჩნიათ, სასურველ შედეგს მოგიტანთ. უსიამოვნო საუბრისგან თავის დაღწევას ვერ შეძლებთ.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია