მოქალაქეთა აზრით, ნაცნობობა კარგი სამსახურის შოვნის მთავარი პირობაა – NDI
საქართველოში კარგი სამსახურის შოვნის ყველაზე მნიშვნელოვან პირობად მოქალაქეთა 37%-ს ნაცნობობა მიაჩნია. ამის შესახებ NDI-ს ბოლო კვლევაშია ნათქვამი
.

კითხვაზე, “ამ პირობებიდან რომელი მიგაჩნიათ ყველაზე მნიშვნელოვნად საქართველოში კარგი სამსახურის საშოვნელად”, შედეგები ასე ნაწილდება:

ნაცნონობა – 37%

პროფესიონალიზმი/სამუშაო გამოცდილება – 23%

უცხოეთში მიღებული გამოცდილება – 9%

ნიჭი – 8%

შრომისმოყვარეობა – 7%

გამართლება – 6%

საქართველოში მიღებული განათლება – 5%

საჭირო ხალხის პატივისცემა – 3%

არ ვიცი – 1%

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) და CRRC–საქართველო მედიას 2018 წლის დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,205 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. კვლევის ცდომილება 2.1 პროცენტს შეადგენს.



წყარო: ნეტგაზეთი
Print ელ. ფოსტა
თეგები: NDI დასაქმება
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები