არხში ახალგაზრდა მამაკაცი დაიხრჩო
არხში ახალგაზრდა დაიხრჩო.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, თბილსრესის მიმდებარედ, არხში, 25 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

არსებული ინფრმაციით, ახალგაზრდა, არხზე საბანაოდ მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც ის მოულოდნელად გაუჩინარდა.

ფაქტის შესახებ დარეკეს
112-ში, ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახურისა და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები.

4 საათიანი ძებნის შემდეგ სამაშველო სამსახურმა ბიჭის ცხედარი იპოვა.

მომხდარზე გამოძიება სსკ 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები